კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი იმერეთში
Kutaisi Daily
საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 19857 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
stopcov-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2862 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1420 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში დღეს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 372 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #კორონავირუსი #kutaisidaily