ბათუმში ერთ-ერთი საცხობი გაქურდეს

Batumi Daily

დღეს დილით ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, საცხობი ობიექტი გატეხეს. არსებული ინფორმაციით, საცხობიდან წაღებულია 100 ლარამდე თანხა. ადგილზე მისულ ობიექტის მეპატრონეს საცხობი დაზიანებული დახვდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ სამმა ახალგაზრდამ თავდაპირველად საცხობის ერთი ობიექტი გატეხა, მეორე ობიექტთან კი მეპატრონემ მიუსწრო. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ობიექტებს სათვალთვალო კამერები ჰქონდათ, თუმცა როგორც მოქალაქეები ყვებიან, უცხო პირებმა ჯერ კამერები დააზიანეს, შემდეგ კი სწრაფი კვების ობიექტიდან თანხა აიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. პოლიციას ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ფოტო: აჭარის ტელევიზია #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში