ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 4 ათასზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა
Zugdidi Daily
ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ზუგდიდის 109 უბანზე სულ 4 344 ბიულეტენია გაბათილებული, მათგან 2 093 პროპორციული სიის ბიულეტენია, 2 251 კი - მაჟორიტარულის. მონაცემები ამის შესახებ საბოოო ოქმებშია გამოქვეყნებული.
როგორც ჟურნალისტებს 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა, გაბათილებული ბიულეტენების უმეტესობაში ამომრჩევლი ნება გამოხატული არ იყო.
"კონკრეტულად უბნებზე არ გვაქვს ბათილი ბიულეტენების დიდი რაოდენობა, გვაქვს ასე - 15, 20, 30... ბათილობის წესი - ეს არის კანონით გათვალისწინებული, რა შემთხვევაში არის ბიულეტენი ბათილი - ბათილია იმ შემთხვევაში, თუ არ აქვს ბეჭედი, ხელმოწერა ან ორივე ერთად. ბათილია იმ შემთხვევაში, თუ არჩევანი არ არის გამოკვეთილი. ანუ ჩვენ გვქონდა დიდი რაოდენობა ბათილი ბიულეტენების და ზუსტად იმიტომ, ამომრჩევლის ნება არ იყო გამოხატული, ეს თვითონ ამომრჩევლის გადაწყვეტილებაა. ძირითადი უმრავლესობა არის ასეთი", - აღნიშნა მესხმა.
დღეს საღამოს საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#არჩევნები #ახალიამბები #სამეგრელო #ზუგდიდი #zugdididaily
წყარო: რადიო ათინათი