ფოთის სამკერვალო ფაბრიკის 56 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

ფოთის სამკერვალო ფაბრიკის, შპს ფოთის ტექსტილის 56 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, ტესტი 400 თანამშრომელს ჩაუტარდა. მისივე ინფორმაციით, ჯამში დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 91 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 91 შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლენილ 680 შემთხვევაში არ შედის.