თსუ სტუდენტებს რექტორის კაბინეტის დატოვებისკენ მოუწოდებს და მოლაპარაკებას სთავაზობს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროტესტის მონაწილე სტუდენტებს მოუწოდებს დატოვონ რექტორის სამუშაო კაბინეტი და მოლაპარაკებებს სთავაზობს. ამ შინაარსის გაცხადება თსუ-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით გამართოს შეხვედრები... ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტთა ჯგუფიც გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საუნივერსიტეტო საზოგადოების საერთო ინტერესების დასაცავად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
უნივერსიტეტის ამავე განცხადების მიხედვით, არ კმაყოფილდება სტუდენტების ერთ-ერთი მოთხოვნა შესაძლებელი იყოს გამოცდების დისტანციურად ჩაბარება:
"სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად გამოცდები ჩატარდება აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში. ამ ეტაპზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია. გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რათა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას".
https://www.radiotavisupleba.ge/a/31897841.html
Source: radiotavisupleba.ge