უკრაინამ სანქციები დაუწესა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 18 მარტის განკარგულებით უკრაინამ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
დოკუმენტის თანახმად, ასადის წინააღმდეგ სანქციები 10 წლის ვადით დაწესდა.
სანქციები ასევე დაწესდა სირიის პრემიერ-მინისტრის ჰუსეინ არნუსის და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ფეისალ ალ-მიქდადის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, სანქციების ქვეშ აღმოჩნდა ასევე ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, აღაჯანის საჰაერო და კოსმოსური ძალების უპილოტო საფრენი აპარატების სარდლობის მეთაური, საიდ არა ჯანი. საერთო ჯამში, სია შეიცავს 300 სახელს, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.
გასულ წელს უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ცოტა ხნის წინ მოსკოვში ბაშარ ალ-ასადმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ვლადიმერ პუტინის ქმედებებს და რუსეთის ფედერაციის ომს უკრაინის წინააღმდეგ "ძველ და ახალ ნაცისტებთან" ბრძოლა უწოდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32324163.html
Source: radiotavisupleba.ge