კორპუსების აშენებამდე უსაფრთხოებაზე მერიას უნდა ეფიქრა - აფეთქებული გაზგასამართი სადგურის დირექტორი

Pirveliradio Ge

საბურთალოზე აფეთქებული გაზგასამართი სადგურის დირექტორი, დავით ქუთათელაძე ამბობს, რომ თბილისის მერიას მისი სადგურის მიმდებარედ კორპუსების აშენების უფლება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე უნდა გაეცა. მისი თქმით, მისი კომპანია იქ 8 წლის განმავლობაში მუშაობს, რის შემდეგაც, ბოლო რამდენიმე წელში, დაიწყო მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსების აშენება. "მე აქ ეს სადგური მქონდა და, შესაბამისად, მერიას უნდა მიეცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ნებართვა... ხო არის ნათქვამი, არასოდეს თქვა არასოდესო. კომპრესორის აფეთქება ზოგადად არსად არ არის დაფიქსირებული. ბალონები სხვაგან აფეთქებულა და მე ბიჭები გაფრთხილებული მყავდა, რომ საეჭვო მანქანას არ მომსახურებოდნენ", - ამბობს კომპანიის დირექტორი. წყარო"რადიო თავისუფლება http://pirveliradio.ge/?newsid=144707