რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 15 000-ს მიაღწია
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143021
რუმინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 15 000-ს მიაღწია. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 876 ადამიანი ემსხვერპლა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 392 ახალი შემთხვევა. ამ დროისთვის განკურნება შეძლო 6144-მა პაციენტმა.