შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

Gori Daily

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში მცხოვრებს შორის, კორონავირუსის ახალი 5 შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება კიდევ ორ პირს, ისინი გორის მუნიციპალიტეტში იყვნენ დასაქმებულები და არ ცხოვრობენ შიდა ქართლში. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე შიდა ქართლის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა. მისი თქმით, 5 ინფიცირებულს შორის, სამი  არასრულწლოვანია. გულედანის ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან ნადარბაზევსა და ტირძნისში, მეხუთე ინფიცირებული კი ,,ჯიპისის" აფთიაქის თანამშრომელი. ახალი შემთხვევების კონტაქტებიდან ლუგარის ლაბორატორიაში 231 პირის ნიმუში გაგზავნეს. ხოლო 213 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში. ________________ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავისური #შიდაქართლი წყარო: Qartli.Ge