''ევროპული საქართველოს“ მომავალი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
''ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით გიგა ბოკერია აირჩიეს.გენერალურ მდივნად წარდგენილია აკაკი ბობოხიძე, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგი წერეთლის კანდიდატურა.
თუმცა პარტიაში სიტუაცია ერთიანი არ ყოფილა, ყრილობის დაწყებამდე პარტია დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ დატოვეს, შემდეგ კი იგივე ნაბიჯი ლევან თარხნიშვილმაც გაიმეორა და ცოტა ხნის წინ გივი თარმაგაძემ გადადგეს. აცხადებენ რომ ვერ იზიარებენ პარტიის ლიდერის იდეების ნაწილს და თვლიან, რომ პარტიაში ფუნდამენტური ცვლილებებია განსახორციელებელი.