გორში საახალწლო სოფელი არ მოეწყობა და ღონისძიებებიც გაუქმდა

Gori Daily

გორში საახალწლო სოფელი წელს აღარ მოეწყობა და ღონისძიებებიც გაუქმდება. ამის შესახებ, ინფორმაციას მერია ადასტურებს. "საახალწლო სოფელი და საერთოდ საახალწლო ღონისძიებები გავაუქმეთ მთლიანად და აღარ გაიმართება. ნაძვის ხე დაიდგმება სავარაუდოდ 20-25 დეკემბრის შუალედში და მოირთვება მხოლოდ შარშანდელი დეკორატიული განათებებით" , - განმარტავენ მერიაში. მათივე ცნობით, გორის მერიაში მუშაობენ დახმარების სახით სასურსათო პაკეტების გაცემის თემაზე. უწყების ინფორმაციით, დახმარებების გაცემა ახლო მომავალში დაიწყება.