"აუცილებელია ე.წ. რეგიონული პასპორტების შედგენა.." ბჟანიას ახალი ინიციატივა
Sokhumi Daily
რუსეთის მიერ ოკუპურებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შეხვედრა გამართა ქალაქებისა და რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებთან. ინფორმაცია ასლან ბჟანიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
გალის, ტყვარჩალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, სოხუმის, გუდაუთისა და გაგრის დე ფაქტო ხელმძღვანელებმა ასლან ბჟანიას ინფორმაცია მიაწოდეს ეკონომიკურ რესურსებზე კორონავირუსის პარალელურად. ასევე, ბჟანიამ ინფორმაცია მიიღო სოფლის მეურნეობისა და სოციალურ სფეროებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რეგიონების "ხელმძღვანელებს" მოუწოდა, დეტალურად გაეცნონ სიტუაციას ყველა სფეროში იმ ქალაქებსა და რეგიონებში, რომლებსაც ისინი ხელმძღვანელობენ. "აუცილებელია ე.წ. რეგიონული პასპორტების შედგენა. თქვენ უნდა გქონდეთ ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო, მიწების ფართობისა და დასაქმებულ პირთა რაოდენობაზე ინფორმაცია - ეს ძალიან მნიშვნელოვანია." - თქვა ბჟანიამ და იქვე აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობა. "ის, ვინც საკუთარ ოჯახს უწყობს ხელს, ქმნის სამუშაო ადგილებს" - განაცხადა მან.
გარდა ამისა, დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჭიროა გაუმჯობესდეს რეგიონების დე ფაქტო ლიდერებისა და სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთქმედება.
შეხვედრას ესწრებოდნენ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ალხას კვიცინია, მისი მოადგილეები საიდა ბუთბა, ძანსუხ ნანბა, ზურაბ ქაჯაია და დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ტიმურ აიბა.
შეხვედრის ბოლოს ასლან ბჟანიამ ქალაქებისა და რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს აცნობა, რომ როგორც კი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ის რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა