კოვიდინფიცირების 23 შემთხვევა კახეთში
Tbilisi Daily
კახეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 23 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან, 5 ლაგოდეხის, 7 ველისციხის , ხოლო 11 მატანის შემთხვევაა. დაინფიცირებულების ძირითად ნაწილს სპეციალისტები ადგილობრივ შემთხვევად არ განიხილავენ.
სოფელ მატანში თერმოსკრინიგს და PCR-ტესტირებას ყველა მგზავრს ერთ საათზე მეტია უტარებენ. ადგილზე გაშლილია საველე სამედიცინო კარავი, სადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული. ჯერჯერობით საეჭვო სიმპტომების მქონდე მოქალაქე ეპიდემიოლოგებს არ დაუფიქსირებით.
რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან მასობრივი PCR ტესტირების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ ახმეტის მუნიციპალიტეტში მიიღო, სადაც კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა პირველად 8 სექტემბერს გამოვლინდა.