დიდთოვლობის გამო, ქობულეთში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 30-35 სმ-ს აღწევს. ქობულეთის მერიის ინფრომაციით,სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზების გასაწმენდათ გასულია ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები. ამ დრომდე ვერ ხერხდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.
ამ დროისთვის ელექტრო-ენერგია არ მიეწოდება ცეცხლაურის და ჯიხანჯურის დასახლებას. გასულია 'ენერგო-პრო ჯორჯიას'ავარიული ბრიგადები დამიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა წარმოქმნილ პრობლემაზე მოხდება მყისიერი რეაგირება, მათივე განმარტებით, ამისთვის მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.