სოფელ კაპნისთავში მანქანა ხევში გადავარდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპნისთავში მანქანა ხევში გადავარდა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავტომობილში 6 ადამიანი იმყოფებოდა, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.