სამხრეთ კორეაში მე-10 დღეა კორონავირუსით ინფიცირების დონე სამნიშნა რიცხვებით მატულობს

Headline

სამხრეთ კორეაში მთავრობამ სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვები კვლავ შემოიღო. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მეათე დღესაც სამნიშნა რიცხვით გაიზარდა. სამხრეთ კორეაში დაიკეტა სანაპიროები, ეკლესიები. ქვეყანაში კვირას ვირუსის 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების ახალი კერა კი სეულის რეგიონშია. მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს საკარანტინო შეზღუდვების შემოღებისაგან. ამისმიზეზი კი ეკონომიკაზე მიყენებული ძალიან დიდი ზარალია. კვირას მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ აეკრძალათ 50 ადამიანზე მეტის შეკრება, დაეხურათ რესტორნები, ღამის კლუბები. სეულში კი პირბადეების ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულო გახდა. შესაძლოა, რომ კორეაში სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდეს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დაიკეტება სკოლები, აიკრძალება 10 ადამიანზე მეტის შეკრება. ამასთან, სახელმწიფო მოუწოდებს კერძო კომპანიებს, რომ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლება მისცენ. #headline #coronavirus #SouthKorea #კორონავირუსი #სამხრეთკორეა