საქართველოში კლებას განაგრძობს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 21 პაციენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 19 311 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 669 შემთხვევა. წინა დღესთან შედარებით 1452-ით მეტი ტესტი გაკეთდა, ახალი შემთხვევების რიცხვი კი 54-ით ნაკლებია. გასული დღე-ღამის განმავლობაში 637-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 256 965 შემთხვევა. მათგან 247 096 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3148 ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31075449.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები