ნგრევად შენობებში მცხოვრები 360 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
Zugdidi Daily
ნგრევად შენობებში მცხოვრები 360 დევნილი ოჯახი, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.
ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 ნგრევადი შენობა დაიხურა, - ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
დამატებით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#დევნილი
#სამეგრელო
#zugdididaily