კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა საქართველოში

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1018 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 895-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5497 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249. #კორონავირუსი #ინფიცირებული #TbilisiDaily