11 თვის ჩვილი კორონავირუსით დაინფიცირდა

Tbilisi Daily

კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ტესტის პასუხები ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სავარაუდოდ, ძმისგან დაინფიცირდა 11 თვის ჩვილი, რომელიც სტაციონარშია მოთავსებული. ვირუსი დაუდასტურდა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის ერთ პედაგოგს და საუბნო -სარჩევნო კომისიის ერთ წევრს. უმძიმესია 84 წლის კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თელავის ერთ-ერთ საავადმყოფოში თანმხლები დაავადებებით მოათავსეს. ინფექციის მატარებელი აღმოჩნდა თელავის მერიის ერთი თანამშრომელი და ორ არასრულწლოვანი; ახმეტაში COVID-19 დაუდგინდა პანკისის ხეობის მკვიდრს, სუფთა სახლის თანამშრომელს, მამა-შვილს და საბავშვი ბაღის პედაგოგს.