6 იანვარი

11
🌙 ახალი მთვარე, მთვარის მეხუთე დღე🌙პირველი ფაზა🌙

6 იანვარს დაბადებულები

6 იანვარს დაბადებულები მომხიბლავი ადამიანები არიან, განსაკუთრებული შარმი გააჩნიათ; არიან შესაშური მჭევრმეტყველები და დიპლომატები. ხასიათში აქვთ კონფლიქტებისა და აგრესიის ჩაცხრობის უნარი. ადამიანები მათში პოულობენ კომფორტსა და საიმედოობას, ერთგულებას, მხარდაჭერასა და დახმარებას, დარწმუნებული არიან, რომ მათთვის განდობილი საიდუმლო საიდუმლოდ დარჩება. ბედ-იღბალი ფინანსებშიც სწყალობთ. მათი ქორწინებაც არ შეიძლება უბედური იყოს, რადგან მათთვის ოჯახის, სახლის, ტრადიციების ერთგულება და ბავშვების სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას.
6 იანვარს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია ყველაფრის საფუძველი, თან იმდენად, რომ ცხოვრების მთავარი თემა ხდება. ესენი არიან ადამიანი-მკვლევარები, რომლებიც წვდებიან ყველაფრის არსს და გონივრულ მარცვალს ეძებენ ყველაფერში - მეტაფიზიკური პრობლემებიდან დაწყებული სუფთა პრაგმატული პრობლემებით დამთავრებული. ცხოვრების აზრის შეცნობისკენ სწრაფვამ შეიძლება მიიყვანოს როგორც ფილოსოფიურ სპეკულაციებამდე, ისე სიმართლის ჭეშმარიტ წყაროებამდე. ნამდვილ მატერიალისტებს აქვთ ასევე რაღაც „წმინდაც“ - სწამთ ბუნების, სულის ან სამყაროს გონების. თავის ამყვეყნად მოვლენას უკვე ჯადოსნური ძალის არსებობისა გამოვლენის ფაქტად მიიჩნევენ. განათლებული პიროვნებების სურვილია, ამ ძალას ხორცი შეასხან ცხოვრებაში თავიანთი საუკეთესო გრძნობებით - სიკეთით, მოვალეობით, თავგანწირვით, სრულყოფით. მათ სულის მატერიალურ ცხოვრებად ხორცშესხმის ნებისმიერი ფორმა აინტერესებთ.

6 იანვარს დაბადებულები : 

ბენჟამინ ფრანკლინი - ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე.
“ნუ იცრუებთ მტკივნეულად. იფიქრეთ სამართლიანად და პატიოსნად. საუბრის დროსაც მისდიეთ ამ წესს.”
ჟანა დ ‘ არკი - ორლეანელი ქალწული, ფრანგი სახალხო გმირი.
ადრიანო ჩელენტანო - იტალიელი მომღერალი.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

წმინდა ევგენიას და ძმანი მისნი: პროთიოსის, იაკინთეს და კლავდიას ხსენების დღეს.

დღის საკითხავი:

“გაჭირვების დროს გულუბრყვილობა ყველაზე დიდი განძია, ნატვრის თვალია, რაც უჩინარს ხდის იმ საშიშროებებს, რომელთაც ჭკვიანი მოჯადოებულივით პირდაპირ ზედ აწყდება...                           არასოდეს არ შეეცადო, რომ ძალიან ბევრი იცოდე. რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო იოლია ცხოვრება”

ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება...

ერიხ მარია რემარკი.

ბედნიერ დღეს გისურვებთ.🌟💖
11