6 თებერვლის კალენდარი…

9
🌔🌔🌔მთვარის მეჩვიდმეტე დღე🌖🌖🌖მთვარე ლომშია, გრიგორიანული კალენდარის 37-ე დღე, წლის დასრულებამდე დარჩა 328 დღე. 

როგორი ადამიანები დაიბადნენ 6 თებერვალს:

6 თებერვალს დაბადებულებისთვის აუცილებელია პოპულარობა და ამის მოპოვების უნარი მათ შესწევს. აღფრთოვანებული მზერა ამ დღეს დაბადებულებისთვის ჯადოსნურად მოქმედებს განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანებიდან მოდის. გარედან გამოიყურებიან, როგორც ბედის ნებიერები. მაგრამ, სინამდვილეში, შექება მათთვის სტიმულის მიმცემია, რადგან არ არიან საკუთარ თავში და თავიანთ მნიშვნელობაში დარწმუნებული. ამ დღეს დაბადებულებისთვის ყველაზე მთავარი მოთხოვნაა - იყვნენ ვინმეს საყვარელი ადამიანი. მათი პოპულარობის საიდუმლო ორ კომპონენტში იმალება - სასიამოვნო გარეგნობასა და კომუნიკაბელურობაში.

რჩევები 6 თებერვალს დაბადებულებს:

გახსოვდეთ თქვენი საუკეთესო თვისებების შესახებ და სხვებს ყურს ნუ დაუგდებთ. იპოვეთჭეშმარიტი „მე". გახსნილი იყავით სამყაროს მიმართ. შინაგანი სიმდიდრის მოპოვება კარგნაყოფს მოიტანს.

ვინ დაიბადა:

დიდი ქართველი რეჟისორი-მიხეილ თუმანიშვილი.
ქართველი სცენარისტი კინორეჟისორი სიკო დოლიძე
ამერიკის მე-40-ე პრეზიდენტი რონალდ რეიგანი.
იამაიკელი მუსიკოსი ბობ მარლი.
ევა ბრაუნი ადოლფ ჰიტლერის რჩეული.

 მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

ნეტარი ქსენია პეტერბურგელის ხსენებას ,  ნეტარი ქსენია პეტერბურგელი XIX საუკუნეში ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის მაშინდელ დედაქალაქში. მისი მეუღლე, მეფის კარის მომღერალი, 26 წლის იყო, როცა ცოდვათა მოუნანიებლად და უზიარებლად გარდაიცვალა. მწუხარებამ შესძრა ქსენიას გული და აი, სწორედ მაშინ მოუწოდა მას უფალმა ქრისტეს სალოსობისაკენ. თავისი სულიერი ღვაწლი რომ დაეფარა, წმიდანი შეშლილივით იქცეოდა, უცნაურ ტანსაცმელს იცვამდა, და გარდაცვლილი მეუღლის, ანდრიას სახელს იჩემებდა. ქონება ღარიბებს დაურიგა და არაფერი გააჩნდა იმ ტანსაცმლის გარდა, რომელიც ეცვა: საზრდელს კეთილი ადამიანები აწვდიდნენ. როცა სმოლენსკის სასაფლაოზე ქვითკირის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, ქსენია ღამით მალულად ეზიდებოდა ტყიდან აგურებს: ეკლესიის აგებაშიც მონაწილეობდა და ხორცის მოუძლურებით სულსაც შეეწეოდა მუდმივი ლოცვის ღვაწლში. ხალხის უმეტესობა ვერ უგებდა წმიდანს და დასცინოდა. ნეტარი ქსენია მოთმინებით იტანდა წყენას და თავისი შეურაცხმყოფლების ცხონებას შესთხოვდა უფალს. დაუცხრომელი ღვაწლისთვის წმიდანის განჭვრეტის, სასწაულთქმედების და კურნების ნიჭი მიემადლა.
ღირსი მაკედონი - ასურელი მეუდაბნოეს ხსენებას.ღირსი მაკედონი - ასურელი მეუდაბნოე (IV-V) თავდაპირველად მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. 25 წლის მანძილზე ფინიკიის, კილიკიის და სირიის მთებში მოგზაურობდა. შემდეგ წმიდანმა სირიის უდაბნოებში ერთი ღრმა თხრილი ამოარჩია სამკვიდრებლად და აქ, ღია ცის ქვეშ ატარებდა დღეებს ამქვეყნიურ დიდებასა და პატივს განრიდებული. ღირს მაკედონთან მრავალი ადამიანი მოდიოდა სულიერი დამოძღვრის მოსასმენად. სიბერის წლებში მოისმინა მეუდაბნოემ შეისმინა მათი ვედრება და ვიწრო კელიაში გადავიდა. მთელი ცხოვრების მანძილზე წმიდა მამა დანაყული და წყალში დამბალი ქერით იკვებებოდა (მიტომაც უწოდეს „კრიტოფაგი“ - ქერისმჭამელი), მხოლოდ სიცოცხლის მიმწუხრზე დაიწყო ცოტაოდენი პურის მიღება, მკაცრი მოღვაწეობით ხორციელად მოუძლურებულმა.
უფალმა თავის რჩეულს ეშმაკთა განსხმისა და სნეულთა კურნების ნიჭი მიმადლა. ღირსი მაკედონი გარდაიცვალა დაახლოებით 76 წლის ასაკში (+420).

დღის საკითხავი:

რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს, მაშინ ჩვენ, ვინც ცას ვუყურებთ, დავინახავდით ერთმანეთს. მე დავინახავდი მამიდას, დავინახავდი ჩემს სოფელს, მთელ ქვეყანას დავინახავდი. რამდენ უცნობ კაცს და ჩემს ტოლს დავინახავდი, რამდენი ნაცნობი მეყოლებოდა… მთელ მსოფლიოს გავიცნობდი და მთელი მსოფლიო გამიცნობდა.რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი, ვიმოგზაურებდი, ვნახავდი, სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს… თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, მაშინ ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია. არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა… ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ…
რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს”…

ნოდარ დუმბაძე

მშვიდობიან დღეს გისურვებთ💫💫💫♥️🙏

9