რა არის ვიტილიგო?

0
ვიტილიგო - კანის დაავადება, დერმატოზი, რომელიც გამოწვეულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით. კანზე წარმოიქმნება დეპიგმენტური ლაქები. დაავადების მიმდინარეობისას კანის სხვადასხვა უბანზე თანდათანობით ჩნდება დეპიგმენტირებული ლაქები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ზრდისა და შერწყმისაკენ. დაზიანებულ ადგილებზე თმები ასევე მოკლებულნი არიან პიგმენტს. დეპიგმენტირებულ უბნებს ახასიათებს მომატებული მგრძნობელობა მზისა და ხელოვნური ულტრაიისფერი სხივებისადმი. დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. ვიტილიგო არ არის გადამდები დაავადება.
#news
#opinion
#health
#forhealth
#vitiligo
#photo
Tbilisi
0