6 votes
2 comments
0 shares
Save
6 views
სალო მე
Tbilisi · 1 year ago

დიღომი დღეს :დ


სალო მე
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
სალო მე
Tbilisi, Georgia · 1 year ago
მე როცა გამოცდისთვის ვემზადები (ვითომ) და რეალურად ღვინოს ვწრუპავ,რომ ყველაფრით დაღლილს ... :დ
Nika Topuria
Mtskheta, Georgia · 5 months ago
დიღომი ციდან :დ
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ბაგა ბაღის წინ მშენებლობა!
დიდი დიღომი ბაღ "ხუთკუნჭულას" -თან არსებული მშენებლობა კვლავ განახლდა, მაგრამ მალევე გაჩერდა, რასგან ადგილზე მივიდა გამგებელი და საკრებულოს წარმომადგენელი ❗️ პირველივე დღეს დააზიანეს დენის კაბელი და მოსახლეობა 1 საათი იყო ელექტრო ენერგიის გარეშე ❗️ ამ ადგილზე არაფერი არ აშენდება და იქნება დიდი გამწვანება ✊ #ერთადყველაფერსშევძლებთ #ძალახალხშია #შეცვალე
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ ხუთ პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 45 პაციენტი იმყოფება. როგორც კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, საავადმყოფოში მყოფ ხუთ პირს ლუგარის ლაბორატორია დღეს აუღებს ანალიზს. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 45 პაციენტია. დღის განმავლობაში რამდენიმე პაციენტი წავიდა. გუშინ ჯამურად ექვს პაციენტს ჩაუტარდა კვლევა „კოვიდ-19“-ზე და ყველა ნეგატიური პასუხი მივიღეთ. დღეს ხუთ პაციენტს უღებს ლუგარი ანალიზს და მის პასუხებს დაველოდებით. ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორს აღენიშნება პნევმონიის ნიშნები, მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა ეს პნევმონია არ არის „კოვიდთან“ ასოცირებული“, – განაცხადა ლევან გოფოძემ. მისივე ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია რესპუბლიკური საავადმყოფოს დაქვემდებარებაში მყოფი საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობაც. „რაც შეეხება სხვა საკარანტინო სივრცეებს, რომელთაც კურირებს რესპუბლიკური საავადმყოფო, მოგეხსენებათ, ასეთი სამია: ისანი, დიღომი და რუსთავი. ამ საკარანტინო სივრცეებში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა უჩნდება, სასწრაფო წესით გადაგვყავს სხვადასხვა კლინიკაში, თუ საჭიროა ჩვენთანაც. გააჩნია, რა კლინიკური სიმპტომები ექნებათ გამოხატული. მათგან ბევრი ითხოვს უკვე, რომ გავიდეს კარანტინიდან თვითიზოლაციაზე, მაგრამ ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ამას სათანადო ორგანოები ამოწმებენ და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას. რუსთავში, სადღაც 88 ადამიანია, 60-მდეა თითქმის ისანში და დაახლოებით 80-მდეა დიღმის საკარანტინე ზონაში“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.#კორონავირუსი #საქართველო
AstroGeorgia
Tbilisi, Georgia · 2 days ago
12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, წაუკითხავად საბუთებს ხელი არ მოაწეროთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევისგან (სიგარეტის მოწევა, სმა). დაივიწყეთ ძველი წყენა და გაუმჯობესეთ დამოკიდებულება ძველ შეყვარებულთან, მეგობრებთან. კურო მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება მოგიწევთ. მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. არ დაუშვათ კონფლიქტი ოჯახის წევრებს შორის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. ტყუპი მნიშვნელოვან საქმეებს კოლეგებისა და მეგობრების დახმარებით მოაგვარებთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს პრობლემებთან გამკლავებაში. კირჩხიბი ძირითად საქმიანობას მიაქციეთ ყურადღება; გასართობსა და ჰობის დრო სხვა დღეს დაუთმეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. საღამოს სასიამოვნო ნაცნობობა და ახლობლებთან ერთად მხიარულება გელით. ლომი წარმატების მისაღწევად გარჯა მოგიწევთ. დაიხმარეთ კოლეგები. პარტნიორთან გააუმჯობესებთ ურთიერთობას, თუ მისი სურვილების გათვალისწინებით იმოქმედებთ. საღამოს კარგია მასაჟი, ცურვა. ქალწული სამსახურის საქმეების პარალელურად არც საოჯახო ვალდებულებები დაივიწყოთ. გამოიჩინეთ ინიციატივა და გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. სასწორი მუშაობისას მეტი ყურადღება გმართებთ. თუ რაიმეს გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი, დროს ნუ დაკარგავთ, ამოქმედდით. თუმცა, საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების გამო საყვარელ ადამიანს მზრუნველობას ნუ მოაკლებთ. მორიელი სანამ ძველ საქმეს არ დაასრულებთ, ახალს ხელი არ მოკიდოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან; საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. მშვილდოსანი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველა დეტალი ყურადღებით გაიაზრეთ. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი კიდევ უფრო გაგიუმჯობესებთ მასთან დამოკიდებულებას. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. თხის რქა სამსახურში მეტი ყურადღება მიაქციეთ ტექნიკურ მხარეს. გაუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. მოთოკეთ ემოციები დ ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. ახალგაცნობილებს იმედი ნუ გექნებათ. მერწყული ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ძალები. საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. მუშაობისას მოერიდეთ რისკს. მოერიდეთ ახალგაცნობილებთან გულის გადაშლას. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. თევზები შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, დაწინაურდეთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. მოერიდეთ თვითმკურნალობას. პირადში გადაწყვეტილებებს "ცხელ გულზე" ნუ მიიღებთ.#ასტროლოგია #astrology #ზოდიაქო #ასტროლოგიურიპროგნოზი
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
რა პირადი საქმეების “მოგვარებას სთხოვდა” გვარამია მირიანს? – “ჩასვრილი საქმეების…”
მწერალი მარიამ ჭიღლაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნიკა გვარამიას ფოტოს და წერს: “ჩემი სოციალგვერდის დაბინძურება არ მინდოდა შენი ჰაბიტუსით ტაკიმასხარა ნიკა გვარამიავ, მაგრამ გულგრილი ვერ ვრჩები შენი გამოხტომის, ვულგარიზმის და სნობიზმის მიმართ. მირიან ნიკოლაძე და კიდევ რამდენიმე მისი მეგობარი შენი ჯგუფელები რომ იყვნენ, მადლობა შესწირე უფალს, რადგან თუ იოტისოდენა ადამიანური რამ შემოგრჩენია მათი კეთილშობილების დამსახურებაა, რადგან არავის აძლევდნენ უფლებას სტუდენტობის დროს შენს მიერ უხამსად დაშვებული შეცდომებისთვის, სხვას დაესაჯე. არადა, შენი გველაძუობის გამო, რამდენჯერ იყავი ღირსი უნივერსიტეტის კედელზე შემონარცხების და ქვაზე თავის გაჭყლეტის!!! ერთს მაინც დავაკონკრეტებ! კარგად მახსოვს, მირიანის მეგობარმა გოგო-ბიჭებმა როგორ გადაგარჩინეს უფროს კურსელებისგან, თორემ მაგ გასიებულ თავზე ჩამოგახევდნენ კონსპექტებს… – “რა, სად, როდის” დიდი ოჯახიდან ღირსეული არაფერი გამოგყვა? -არც იმ არაჩვეულებრივი მანდილოსნის დარიგების ნაგლეჯი არ დაგრჩა სულის კუნჭულში ჯგუფელის დედამ გულში რომ ჩაგიკრა შვილებთან ერთად?!. ნუთუ სითბოს და სიყვარულის ნატამალი არ გაგაჩნია?!. როგორ შეგიძლია “ჟარგონის კნინობითი ფორმით” მიმართო ჭირისუფალთ და ყველაფერი ბინძურ პოლიტიკაში ამოსვარო?!. -შენი უდღეურობის რომელი ერთი მაგალითი გაგახსენო, შენ მართლა ეთიკური ქცევის ნორმების ოროსანო?!. -სამოსანი იყო ნიკოლაძე და შენ იყავი ფრიადოსანი? -შენი და შენნაირების მიერ დაზუთხული სამართალმცოდნეობაა ის შედეგი დღეს ჩვენ რომ ვიმკით! -დიდი ხანია არ ელაპარაკები მირიანს? -მას შენთან რა საერთო აქვს, გარდა უნივერსიტეტის არა ნება-ყოფლობით არჩეული ჯგუფელობისა. -მირიანი სამსახურს შენ გემათხოვრებოდა? -იქნებ, შენი ვიცე პროკურორობის დროს, მირიან ნიკოლაძეს და მის მეგობრებს შენ თავად ურეკავდი და აფრთხილებდი, ჩემი ტელეფონი ისმინებაო და პირადი-ჩასვრილი საქმეების მოსაგვარებლად შეხვედრას სთხოვდი?!.. -გაგახსენო მათი პასუხი?!. -ეტყობა იმ შეკურთხებაზე ისე დაიბოღმე, ახლაც კი იხრჩობი. -პოლიტიზირების ჩარჩოებს რომ ვერ შორდები, ნიკავ?! -შენ თუ ვერ ხვდები, მე გეტყვი რატომ გაემიჯნა მირიანი სამთავრობო საქმიანობას,-იმიტომ, რომ შენ და შენნაირი დამნაშავეები დღემდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ ხართ და დაუსჯელები დაბოგინობთ!… თუმცა არასდროს ჩაუმუხლავს და არ წაბორძიკებულა ეროვნულ საქმეში. მირიანის ღირსება შეუფასებელია, რადგან მის გულში ” ენა, მამული და სარწმუნოება” დედის რძესთან ერთად არის შესისხლხორცებული. თემიდას და იუსტიციის სამართალიც შესანიშნავად ისწავლა და კაცთმოყვარეობაც დაბადებიდან ძარღვებში უჩქეფს!!! -ღვინოს წურავს მირიანი? -დიახ, წინაპართა საშვილიშვილო საქმეს აგრძელებს და ნიკოლაძეების გვარის ღირსეული მამულიშვილობის უწყვეტ ჯაჭვში არის ჩაბმული. -შენგან განსხვავებით, ყურძნის ნაჟურის ფასიც იცის და გემოც! -გვარამიავ, შენ გამოგრჩა მირიანის კიდევ ერთი ფართოდარგობრივი პროფილი,-იგი კლასიკოსთა შემოქმედებას თარგნის და შედევრებს ჰქმნის. რაც შეეხება მირიან ნიკოლაძის მაღალპროფესიონალიზმს და შენს მიერ მოხსენიებულ მის ადვოკატობას,-მირიანი “ცუდს არ შეეკვრის ზავითა” და შენ ეს ძალიან კარგად უწყი, ამიტომაც აკაკანდი და აკრიახდი… -ზღვარი აქვს ყველაფერს, ნიკა გვარამიავ! მირიან ნიკოლაძეა შეუმდგარი და შენ შემდგარი? -ისე გაბეცდი ვეღარც კი არჩევ თეთრს და შავს,-ადამიანობის სიელმე დაგმართნია!!! დიდი ხანია შენ ზნეობის ზღვარს გადასცდი, მაგრამ შენივე გესლში რომ არ მოიშთო, ისევ მირიანს აწუხებს სინდისის ქეჯნა და კორექტულად გითითებს, რომ ახლა შოუების დრო არ არის!!! უფლისგან ბოძებული ნიჭი, ცოდნა და განათლება ქვეყნის, ერის და ვერც საკუთარი სულის სასიკეთოდ ვერ გამოიყენე და ამაში სხვებს ნუ დაადანაშაულებ!!!… დროა და მეტიც, თვალები გაისუფთავო დირეებისგან, რადგან მძიმეა ის ჯვარი იუდობა რომ ჰქვია და ჩაგიტანს!!! -დასასრულს შეგახსენებ, რამდენიც არ უნდა იტაკიმასხარაოთ შენ და შენმა “საქმოსნებმა” ცირკის მეპატრონედ ის სულმნათი ოლიგარქი რჩება, რომელიც მირიანის მაღალზნეობრივ კრედოს აფასებდა და რომლის ფეხსაცმლის მტვრადაც თქვენ არ ღირხართ!!!… -სტუდენტობის დროინდელი კი არა, ცამეტი წლის წინანდელი შური, ღვარძლი, იგნორი არ გასვენებს, გვარამიავ და დღემდე ვერ მოგინელებია!!!… შენი “გვამური გადმონაშთი” ვერც ეღირსება ასწვდეს იმ სიმაღლეს, რასაც უზადო, უპირობო და უანგარო მეგობრობა ჰქვია, რადგან “საიდუმლო სერობის” მოღალატეობრივობაზე, სიხარბეზე და ცივსისხლიანობაზე გეწიფება მხოლოდ გონება!!!!!!!!!!!!!!! გლოვა მაინც გვაცადე იმ ანგელოზის, რომლის ცხრამეტწლიანმა სიცოცხლემ ღვთიური მისია შეასრულა და კეთილი სახელით გარდაისახა ზეციურ სამყაროში. შენი ფარისევლობა და იაფფასიანი შოუ სხვა დროისთვის გადადე, ავყია გვარამიავ! “ხამობა” და “სუსის” აგენტობა შენეული ეპითეტებით რომ მოიხსენიე, ალბათ ცოდვამ წამოგაყრანტალებინა და მარტო მირიანს კი არა, მეც მ ე ც ო დ ე ბ ი ! ! ! პ. ს. უფალმა მოგცეს ძალა მირიან, ყვავ-ყორნების კორტნას გაუძლო და როგორც შენს პიროვნულ ღირსებას შეეფერება, თუნდაც გულში ცეცხლით და ქარიშხლით, მაგრამ მაინც შენარჩუნებული სიდინჯით, სამართლიანობა გაანაპირო!” წყარო – xnews.ge
AstroGeorgia
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი!
ვერძი. სასიცოცხლო ენერგია, შინაგანი ხიბლი და სექსუალურობა დღეს უმაღლეს მწვერვალზე გექნებათ. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა ყველა იდეის ხორცშესასხმელად. თუ ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ, დიდი წარმატებები გელით. ამ დღეს შეიძლება დაკავდეთ სპორტით დ ასევე სხვადასხვა სახის ფიზიკური საქმიანობით. შეეცადეთ, რაც შეიძლება დიდი ხნით ისეირნოთ სუფთა ჰაერზე. კურო. თუ დიდი ხანია ახალი საქმის დაწყება გსურთ, დღეს ამისათვის სწორედ შესაფერისი დღეა. ახალი პროექტი ახალი შემოსავლის წყაროს მომტანი იქნება. თქვენი კეთილდღეობის თვალსაზრისით ვარსკვლავები დადებითად არიან განწყობილნი, უბრლოდ ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ შანსს. დღეს კუროები სეძლებენ განახორციელონ სხვადასხვაგვარი კომერციული გარიგებები, სარისკოებიც კი – ყველა გეგმას წარმატებით განხორციელება ელის. აი, პირად ცხოვრებაში კი მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები, რომლებიც გამოწვეული იქნება იმის გამო, რომ პარტნიორს არა აქვს სურვილი თქვენი აზრი გაიზიაროს. ტყუპები. კრიტიკული დღე ელით ტყუპებს. შესაძლოა შეეჩეხოთ კრიმინალურ ელემენტებს, ქურდობას ან სხვა დანაკარგს. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის შესაძლებელია წარსულის არასასიამოვნო ფაქტები გამჟღავნდეს, რაც მათ ავტორიტეტს შეულახავს. დახმარებისთვის მეგობრებსა და ნათესავებს მიმართეთ, მათ თქვენი დაცვა და დახმარება შეუძლიათ. თუ აზარტული თამაშების მოყვარული ხართ, უმჯობესია დღეს მსგავსი დაწესებულებებისაგან თავი შორს დაიჭიროთ. კირჩხიბი. ამ დღეს მრავალი სიხარული გელოდებათ. ყველა საქმე იოლად და უპრობლემოდ გადაწყდება. თქვენს სულში კარგი განწყობა დაისადგურებს, სახლში კი – სიმყუდროვე და სითბო. ლომი. კომუნიკაბელურობა და აქტურობა ამ დღეს თქვენი საუკეთესო თვისება ვერ იქნება. თქვენ ორიენტირებული იქნებით მნიშვნელოვან პროექტებზე, რაც თქვენგან გაზრდილ ყურადრებასა და მუდმივ კონტროლს მოითხოვს მიმდინარე პროცესებისას. პირადმა ურთიერთობებმა შესაძლოა ნერვიულობა გაიძულოთ. ქალწული. უკიდურესად ნეგატიური დღეა. შეეცადეთ გადადოთ შემდეგისთვის დიდი ფინანსური ოპერაციები. თავი შეიკავეთ ამ დღეს უძრავი ქონების ყიდვისაგან, დიდია ზედმეტი თანხის გადახდის რისკი. მოსალოდნელია არახელსაყრელად განვითარდეს მოვლენები, ადგილი ჰქონდეს მოულოდნელ სტუაციებს, უხერხულობას ან ურთიერთობებში ორაზროვნებას. არ ჩაერთოთ ოჯახურ კონფლიქტებში. თავი აარიდეთ კამათს – ნებისმიერი კონტაქტი შესაძლოა გარშემომყოფებთან კონფლიქტში გადაიზარდოს. გაძლიერებული ყურადრება დაუთმეთ ბავშვების ჯანმრთელობას. სასწორი. დღე დაძაბული იქნება და თქვენგან საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. საჭიროა დიდი სიფრთხილით იყოს პრიორიტეტები განსაზღვრული. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ დასახული მიზნისაკენ სვლას. ყოველი თქვენი წინსვლა დამოკიდებული იქნება თქვენსავე მოქნილობასა და პრაქტიკულობაზე. მორიელი. ამ დღეს თქვენთვის აუცილებელია თავი აარიდოთ კონფლიქტებსა და კამათს. არაა გამორიცხული, რომ ეს ხელჩართული ბრძოლით დასრულდეს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მორიელებმა დღეს სწორება უნდა გააკეთონ პროფესიულ საკითხებზე. მშვილდოსანი. დღეს გადადეთ ყველა საქმე და კარგად დაისვენეთ. ფიზიკური დატვირთვა ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. შემთხვევითმა ტრავმამ ან ავადმყოფობამ შესაძოა წინასწარ დაგეგმილ საქეებში ხელი შეგიშალოთ. ახლო მომავალში უსიამოვნო ამბავს შეიტყობთ. თხის რქა. კარგი დღეა საკუთარ სახლში წესრიგის დასამყარებლად. ასევე კარგი დღეა პირად ცხოვრებაზე დასაფიქრებლად და გასააზრებლად. ემოციებს გასაქანი არ მისცეთ. მერწყული. ხელსაყრელი დღეა ფინანსური თვალსაზრისით. მოსალოდნელია შორეული მივლინებები. კარგი დღეა სპონსორებთან მოსალაპარაკებლად. საღამოს დაისვენეთ მეორენახევართან ერთად რესტორანში. თევზები. დღეს არაა რეკომენდებული სხვა და სხვა სახის მოგზაურობები, რადგან ისინი შესაძოა წარუმატებელი აღმოჩნდეს. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვასა და სარისკო ქმედებებს, რადგან ეს ჯანმრტელობისთვის საშიშროებას წარმოადგენს. უმჯობესია ეს დღე შინაურებტან და ახლობელ ადამიანებთან ერთად ოჯახში მხიარულად გაატაროთ. არსებობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საშიშროება, ძარცვის, ხანძრის ან რაიმე სახის დაზიანების სახით.
ნამდვილი ფერები მსოფლიოზე
Tbilisi, Georgia · 3 days ago
კულინარია
კულინარობა ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა. ადამიანები დასაბამიდანვე ცდილობდნენ სხვადასხვა პროდუქტების ერთმანეთთან შერევით, მიეღოთ რაიმე ახალი. იმის გამო რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსხვავებული სახის პროდუქტები იზრდება, მსოფლიო კულინარია უფრო მრავალფეროვანია. მსოფლიოს თითოეული კუთხე გამოირჩევა, ამა თუ იმ საკვები პროდუქტით. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს საყვარელი საჭმელი, რომელზეც უარს არასდროს ვამბობთ. ასევე არსებობს საჭმელები რომლებიც გამოირჩევიან ადამიანებში პოპულარობით. მას შემდეგ რაც ხალხმა ერთმანეთში მიმოსვლა და ერთმანეთის კულტურის გაცნობა დაიწყო, სხვადასხვა ტრადიციებთან და წეს-ჩვეულებებთან ერთად მოხდა მათი კერძების არევაც. რამაც განაპირობა შემდგომში კერძის კონკრეტულ ქვეყანაში დამკვიდრება და წარმოჩენა, ისე თითქოს ეს კერძი ამ სახელმწიფოს სახეა. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, ამა თუ იმ პოპულარული კერძების ნამდვილი წარმოშობა.დღეს როდესაც კულინარია და მისი შესწავლა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად იქცა, ადამიანებმა გავიგეთ მათი წარმოშობის ნამდვილი ისტორიები. აქ თქვენ გაეცნობით რამდენიმე ცნობილ კერძს, რომლთა წარმოშობის ადგილი სულაც არ არის ის ქვეყანა, რომელიც მას, დღეს მის ერთ-ერთ სახედ წარმოაჩენს. აზიური სამზარეულო რომელიც ცნობილია არომატებისა და სუნელების სიმრავლით დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია იაპონური და იდნური კერძების პოპულარობა. მაგრამ ყველა ის კერძი რომელსაც ისინი გვთავაზობენ არის კი მათი ტრადიციული კერძი? პასუხია არა. ნამდვილად ცდებით თქვენ თუ ფიქრობთ რომ ცნობილი სამოსა, ტრადიციული ინდური კერძია. ის სამხრეთ აზიასა და აფრიკაში შუა აღმოსავლეთის შეფებმა შემოიტანეს, ხილჯის დინასტიის მმართველობის დროს. ამ კერძის თანამედროვე სახელწოდება „სამოსა“ მომდინარეობს მისი უძველესი სახელწოდებიდან: „სამბოსა“ ან „სამსა“. მისი უძველესი სახელი ცენტრალურ აზიაში არსებული პირამიდის სახელწოდებიდან მომდინარეობს. შესაძლებელია გაგიკვირდეთ, მაგრამ იაპონური სამზარეულოს ერთ-ერთი სახე და შეიძლება ითქვას მისი ,,სავიზიტო ბარათი“ -სუში, სულაც არ არის იაპონური. ის მართლაც აზიური კერძია მაგრამ არა იაპონური. უძველესად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ხორცს (ქათამს ან თევზს) ახვევდნენ ბრინჯში, რათ ის კვლავ ახალივით ყოფილიყო და მისი გამოყენება უფრო დიდხანს შესძლებოდათ. ამ კერძის ჩამოყალიბება სწორედ აქედან იწყება. მან დიდი პოპულარობა ჰპოვა იაპონიაში და მისი სამზარეულოს ერთ-ერთი დამახასიათებელი კერძი გახდა. მაგრამ ზემოთ აღნიშნული ფაქტები არაფერია იმასთან, რასაც აზიური სამზარეულო მალავს. ის მშობელია არა მარტო თავის კონტინენტზე არსებული კერძებისა, არამედ ევროპულ სამზარეულოში არსებული ძალზედ ცნობილი კერძისა. ალბათ ყველასათვის გასაკვირი იქნება, განსაკუთრებით კი პასტის მოყვარულებისთვის, ის ფაქტი რომ ის სულაც არ არის იტალიური კერძი. სინამდვილეში მისი წარმოშობის არეალი ჩინეთია. მისი აღმომჩენი ცნობილი იტალიელი მოგზაური მარკო პოლოა. რომლის მეშვეობითაც მოხდა მისი იტალიაში გამოჩენა და დამკვიდრება. როგორც ცნობილია, პასტა მის მოგზაურობამდე ჩინეთში დიდი ხნის აღმოჩენილი და ძალზედ ცნობილი იყო. თუმცა მისი იტალიაში მოხვედრის შემდგომ, მან მოახერხა სწრაფად გავრცელებულიყო და დამკვიდრებულიყო. დღეს დღეობით ვერ ნახავთ იტალიურ რესტორანს, სადაც პასტა მათ ერთ-ერთ მთავარ კერძს არ წარმოადგენს. არანაკლებ ცნობილი და საიდუმლოებით მოცულია ევროპული სამზარეულო. ის აზიური კერძების მსგავსად, არ გამოირჩევა სუნელების მრავალფეროვნებით, მაგრამ საზოგადოებისათვის მაინც საინტერესო და საყვარელ კულინარიულ მიმართულებად რჩება. თუმცა მასშიც არის რაღაც განსაკუთრებული, ამას კერძების სიმარტივე და მათი გემო ეწოდება. ევროპულ სამზარეულოში შევხვდებით კერძებს რომლებიც თითქოს ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ამავდროულად ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. სწორედ ეს არის ევროპული სამზარეულოს ხიბლი. ევროპული ქვეყნების სამზარეულოებში ვხვდებით კერძებს, რომლებიც სულაც არ არის მათი კერძი, მაგრამ ეს ამ სახელმწიფოს სახედ იქცა მას შემდეგ, რაც ფართო მაშტაბებზე გაიტანეს. მაგალითად ცნობილი ფრანგული ფრი, რომელიც სინამდვილეში, ფრანგების თქმით სულაც არ არის მათი. მათივე თქმით ის ბელგიურია. აქვე უნდა ვახსენოთ ცნობილი ბრიტანული კერძი, რომელიც წოდებულია როგორც ,,კვების ისტორიის შეუსაბამობად“ ანუ თევზი და ჩიფსი. მკვლევარები ამბობენ რომ ის არ უნდა იყოს ბრიტანული კერძი, რადგან ის არ შეესაბამება ტრადიციულ ბრიტანულ სამზარეულოს. მისი წარმოშობა ვერ დაადგინეს და დღემდე უცნობია, თუმცა აქვე აღნიშნავენ რომ ის არც ფრანგული და არც ბელგიური უნდა იყოს. ევროპული სამზარეულოს საიდუმლოება მხოლოდ ამით როდი სრულდება. როგორც კულინარიის მკვლევარები ამბობენ, ის ფუძემდებელია ისეთი კერძებისა როგორიცაა: ჩიზქეიქი და ვაშლის ღვეზელი. თანამედროვე სამყაროში ყველა თვლის, რომ ჩიზქეიქი წარმოშობით New York-დანაა, თუმცა მკვლევარები სულ სხვას ამბობენ. მათი თქმით ის მსოფლიოში პირველად ბერძნებმა შემოიტანეს და სწორდ ბერძნები არიან მათი ფუძემდებლნი. რაც შეეხება ვაშლის ღვეზელს, ის ამერიკელების საყვარელი დესერტია და ალბათ, დაღონდებიან როდესაც შეიტყობენ რომ ის სულაც არა მათი. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მისი წარმომავლობა ბრიტანეთს უკავშირდება. ის ბრიტანეთში ცნობილი უნდა ყოფილიყო, როგორც „ Pyes” და მის მოსამზადებლად ხორცს იყენებდნენ. ეს მცირე ჩამონათვალია იმ საიდუმლოებებისა, რასაც მსოფლიო კულინარია მალავს. ჩვენი მიზანია გაგაცნოთ მათი ნამდვილი ისტორიები და დაგანახოთ მსოფლიო კულინარიის ნამდვილი სახე. ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ ზემოთ აღნიშნული კერძებიდან ერთ-ერთის რეცეპტი ვაშლის ღვეზელი • 3 ც კვeრცხი • 400 გრ შაქარი • 250 გრ კარაქი • 100-150 გრ არაჟანი • 1 ჩ.კ სოდა • 1 ჩ.კ ძმარი • 2 შეკვრა ვანილი • 1/4 ჩ.კ მარილი • 4-5 ჭიქა ფქვილი ( ან რამდენსაც შეიზელს) • 2 კგ ვაშლი წინასწარ მოამზადეთ ვაშლის ხილფაფა: ვაშლი გათალეთ, გულები ამოაჭერით, დაჭერით და სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ. ცოტა წყალი დაასხით დ დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. სანამ ვაშლი არ ჩაიშლება. ბოლოს 2-3 ს.კ შაქარი დაუმატეთ და გააგრილეთ. ამასთანავე კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. მწიკვი მარილი და ვანილი დაუმატეთ. ასევე არაჟანი და გამდნარი კარაქიც შეურიეთ. ჭიქაში გახსენით სოდა და ძმარი და შემდეგ ესეც ჯამში გამზადებულ მასას შეურიეთ. ფქვილი ნელ-ნელა ჩაამატეთ. ბოლოს ხელით ურიეთ და, რაც მთავარია, ცომი საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს. ცომის ნაწილი ( დაახლოებით 3 ს.კ) ცალკე გადადეთ, რათა ბოლოს ნამცხვარი მორთოთ. ამასობაში ღემელში შემთბარ ფორმას კარაქი მოუსვით და მასზე ცომი გაანაწილეთ. ზემოდან ხილფაფა წაუსვით ისე, რომ ცომის გვერდები ოდნავ მოჩანდეს. ცალკე გადაღებული ცომი ფქვილში კარგად მოზილეთ, რომ მკრივი გახდეს. შემდეგ ორად გაყავით და თითო ნაწილისგან ხუთი სხვადასხვა ზომის გრძელი და ბრტყელი ფირფიტები დაამზადეთ. ამ ფირფიტებით ხილფაფის ზემოდან ე.წ ” კლეტკა” გააკეთეთ, აირღუმელში შედგით და ერთი საათის განმავლობაში აცხვეთ. პატარარეცეპტიც მიიღეთ ჩვენგან(ღიმილი).Feedc Feedc Community საქართველო #feedcgrant #feedc #კულინარია #ჯანსაღიცხოვრება #მოდა #ხელოვნება #ახალიამბები
+3
Shalva Berianidze
Tbilisi, Georgia · 3 days ago
რა არის დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები და რამდენად შეესაბამება მათ საქართველოს დემოკრატია
დემოკრატია ნელ-ნელა ,,თავისუფლების“, როგორც ტერმინის (ან პროცესის) სინონიმად იქცა. საერთაშორისო ორგანიზაციის ფრიდომ ჰაუსის მიხედვით მსოფლიოს 210 ქვეყანა და ტერიტორია ერთმანეთისგან განსხვავდება შემდეგი სტატუსით: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არა თავისუფალი[1]. ყველა სახელმწიფოს, რომელთაც ავტოკრატიაზე უარი თქვეს აერთიანებთ დემოკრატიის მინიმალური სტანდარტების დაცვა. ამ სტანდარტების დაცვის მცდელობები არანაკლებ საინტერესოა საქართველოს მაგალითზე, თუ ისინი, რამდენაად შეესაბამება საქართველოს დემოკრატიას (როგორც პოლიტიკურ სისტემას). თავიდანვე, რომ განვსაზღვროთ, როცა დემოკრატიაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ლიბერალურ დემოკრატიას, რომელიც საკმაოდ შორსაა ძველ-ბერძნული დემოკრატიისაგან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ლიბერალური დემოკრატია ოხლოკრატიაში (ბრბოს მმართველობა) არ აგვერიოს. 2005 წელს, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ დალმა გამოაქვეყნა ნაშრომი - ,,რომელ პოლიტიკურ ინსტიტუტებს მოითხოვს ფართომასშტაბიანი დემოკრატია?“[2], სადაც ავტორმა საფუძვლიანად წარმოადგინა დემოკრატიის მინიმალური ნიშნები, რომელთა დაცვაც, აუცილებელია, რომ პოლიტიკური სისტემა დემოკრატიულად ვაღიაროთ. საინტერესოა, რამდენად შეესაბამება ეს სტანდარტები საქართველოს დღევანდელ დემოკრატიას. ა) არჩეული ხელისუფლება - რობერტ დალი მოიაზრებს მმართველ პარტიას, რომელიც ანგარიშვალდებული უნდა იყოს ხალხის წინაშე. 2012 წლის დასაწყისში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე პუბლიცისტმა ზაალ ანდრონიკაშვილმა გამოაქვეყნა ბლოგი - ,,პოლიტიკური ორთოდოქსია“, სადაც წერდა: ,,ნაციონალური მოძრაობა ცდილობს არა საკუთარი პოზიტიური პროგრამის ჩამოყალიბებას, არამედ ამომრჩევლისათვის იმის დამტკიცებას, რომ ყველა დანარჩენი მასზე უარესია.“[3] ავტორს ვეთანხმები, რადგანაც ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკაში გამოჩენამ უსისტემო სოციალური ჯგუფების პოლიტიკურ სხეულად ჩამოყალიბება გამოიწვია, რამაც ნაციონალურ მოძრაობასაც უბიძგა, რომ მოშვებულიყო და უარი ეთქვა საკუთარ ნარცისიზმზე და ეღიარებინა სხვა პარტიის რეალური ძალა, თუმცა თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ,,ქართული ოცნება“ დღეს იგივე ,,სენითაა“ შეპყრობილი, რაც მას ,,უძლეველობის ბურუსში“ ახვევს. შედეგად, აღარ ახსოვს ხალხის წინაშე აღებული ის ანგარიშვალდებულება, რითაც საზოგადოების ნება უნდა აღასრულოს და დემოკრატიის შენებას ხელი შეუწყოს. ბ) თავისუფალი, სამართლიანი და ხშირი არჩევნები - ნიშნავს, რომ არჩევნები უნდა ტარდებოდეს სამართლიანად გარემოში და არ უნდა ხდებოდეს ხმების გაყალბება. მისასალმებელია, რომ 2012 წელს ,,ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების საშუალებით მოიპოვა მმართველი პარტიის სტატუსი. მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ცნობებით ვიცით, რომ 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცესკომ გაითვალისწინა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეკომენდაციები და ოქმები ვებგვერდზეც გამოაქვეყნა. თუმცა, ამის მიუხედავად არჩევნების I და II ტურში საქართველოს მოსახლეობის საშუალოდ 51.6% მონაწილეობდა, რაც დემოკრატიისათვის დამაკნინებელია. გ) გამოხატვის თავისუფლება - ავტორის აზრით, არ უნდა იზღუდებოდეს სამოქალაქო საზოგადოების უფლებები და აგრეთვე, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასა თუ ინტერესთა ჯგუფებს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოხატონ საკუთარი ინტერესები. ბოლო წლებში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების თუ მათი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მხრიდან პერმანენტულად ისმის მსჯელობა გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო მეტად მზღუდავი საკანომდებლო ჩარჩოს ლეგიტიმაციის თაობაზე. მსგავსი დისკუსია უმეტესწილად შეფუთულია უმცირესობების ინტერესების დაცვის მოტივით. თუმცა, ინიციატივები ძირითადად უმრავლესობაში მყოფი ჯგუფების (მმართველი პოლიტიკური ძალა, მართლმადიდებელი ეკლესია) მხრიდან ჟღერდება. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს გამკაცრება არა უმცირესობების დაცვის, არამედ უმრავლესობის მიმართ კრიტიკული აზრის შეზღუდვის მოტივს ატარებს.[4] დ) ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები - გულისხმობს თავისუფალი მედიის არსებობასა და გამოქვეყნებული მასალების საჯაროობას. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,Reporters Without Borders“ შეფასებით 180 სახელმწიფოდან, მედიათავისუფლების დონით საქართველო მე-60 ადგილზეა[5]. ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში არსებული მედიასაშუალებები პლურალისტულია, მაგრამ არა დამოუკიდებელი. ე) ასოციაციის ავტონომია - დემოკრატიის დროს უნდა არსებობდეს ინტერესთა ჯგუფები, მედიაორგანზიაციები თუ სხვა სახის ორგანიზაციები, რომლებსაც ექნებათ ავტონომია ხელისუფლებისგან, რაც ხელს უწყობს დემოკრატიის მაღალ სტანდარტს. დავეთანხმები პროფესორ გია ნოდიას, რომ საქართველოს ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ერთი სერიოზული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია ჰყავს: ეკლესია და მის ორბიტაზე არსებული ჯგუფები.[6] თუმცა, 2019 წლის 9 სექტემბერს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართეს, სადაც ისინი შეშფოთებით აღნიშნავენ, რომ: ,,მმართველი პარტიის ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრაციით დარღვეულია ძალაუფლების დანაწილების ბალანსი და ინსტიტუციების სიცოცხლისუნარიანობა. ბიძინა ივანიშვილი ერევა და გავლენას ახდენს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.“[7] ვ) ინკლუზიური სამოქალაქო უფლებები - გულისხმობს, რომ საარჩევნო უფლებები ადამიანთა მაქსიმალურად დიდ რაოდენობაზე უნდა ვრცელდებოდეს. მაგალითად, 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სულ 3.705 საარჩევნო უბანი შექმნა, საზღვარგარეთ - 61, მათ შორის ავღანეთში.[8] თუმცა, ამის მიუხედავად, I ტურში მონაწილეობდა საქართველოს მოსახლეობის 46.83%, მეორე ტურში კი - 56.36%. ამომრჩევლის დაბალი ჩართულობა პოლიტიკურ უნდობლობის ბრალია, თუ მოუწონარი კანდიდატის - ცალკე შესწავლას საჭიროებს. დასკვნის სახით შესაძლოა ითქვას, დღეს ბევრად წინ (ანუ დასავლეთისკენ) ვართ წასული, ვიდრე - უახლოეს წარსულში. ის, რომ სახელმწიფო და დემოკრატიის მინიმალური სტანდარტების დაცვის მცდელობები როგორც იქნა გაგვიჩნდა უკვე კარგია და შეიძლება ითქვას, მთლიანობაში, ესეც დემოკრატიის ერთგვარი რესურსია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ფრიდომ ჰაუსის გლობალური თავისუფლების ინდექსით საქართველოს 100 ქულიდან მინიჭებული აქვს 61 ქულა და იგი ატარებს ნახევრად თავისუფალ სახელმწიფოს სტატუსს[9], ხოლო დემოკრატიის თვალსაზრისით - 3.25/7 ქულა და საქართველო ითვლება ტრანზიციულ პერიოდში (ან ჰიბრიდულ რეჟიმში).[10] საქართველოში დემოკრატიის ნორმატიული ხედვა სულ უფრო აქტუალური ხდება, რომლის თანახმადაც ხალხს უფლებააქვს, საკუთარი ხელისუფლება აირჩიოს, მას ანგარიში მოსთხოვოს და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდეს. მაშასადამე, დემოკრატია თავისთავადი ღირებულებაა, რომელიც საქართველოში სულ უფრო და უფრო აქტიურდება. და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ვიდრეარ ვაღიარებთ იმას, რომ ადამიანს, რომლის აზრი და ცხოვრების წესი არ მოგვწონს, მაინც აქვს ჩვენ გვერდით არსებობის (მათ შორის პოლიტიკური) უფლება, იქამდე დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები ყოველთვის ხარვეზით იქნება დაკავშირებული საქართველოს დემოკრატიასთან და ის ფაქტი, რომ 29 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით აირჩევა 120 დეპუტატი და არავის ექნება აბსოლუტური უმრავლსობა, ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია, ვიდრე - ერთპარტიული მმართველობა. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ეს ცვლილებაც საქართველოში დემოკრატიის მინიმალური სტანდარტების დაცვის მცდელობებს მეტწილად გააუმჯობესებს. ავტორი: შალვა ბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი. #FeedcGrantFeedc [1] Countries and Territories, Global Freedom Scores, Official Web-site of Freedom House, (checked July 5, 2020) - ; [2] Robert A. Dahl, ,,What Political Institutions Does Large-Scale Democracy Require?“, The Academy of Political Science, Political Science Quarterly, Volume 120, Number 2, pp. 188, 2005; [3] ზაალ ანდრონიკაშვილი, ,პოლიტიკური ორთოდოქსია“, 9 თებერვალი, 2012, (გადამოწმებულია 5 ივლისი, 2020) - ტgspot.com/2012/02/blog-post.html; [4] ე. მარიკაშვილი, თ. სვანიძე, შ. ქობალია, ,,გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, 2020, (გადამოწმებულია 5 ივლისი, 2020) - ; [5] Georgia, Official Web-site of Reporters Without Borders, (checked 5 July, 2020) - ; [6] გია ნოდია, ,,როგორ ვიფიქროთ დემოკრატიაზე“, ტაბულა, 1 მარტი, 2012, (გადამოწმებულია 5 ივლისი), 2020 - ; [7] საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას, ღია საზოგადოების ფონდი, 9 სექტემბერი, 2019, (გადამოწმებულია 5 ივლისი, 2020) - ; [8] საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების ანგარიში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდი, (გადამოწმებულია 5 ივლისი, 2020) - ; [9] Georgia, Freedom in the World 2020, Official Web-site of Freedom House, (checked July 5, 2020) - [10] Georgia, Nation in Transit 2020, Official Web-site of Freedom House, (checked July 5, 2020) -#პოლიტიკა
Sokhumi Daily
Tbilisi, Georgia · 7 hours ago
აფხაზეთის "თვითგანადგურების" პოლიტიკა - რა როლი აქვს რუსეთს ?
საბჭოთა სოციალისტური სისტემის გენეზისი და აფხაზეთში სოციალიზმის მშნებლობის პროცესი (ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია, კულტურული რევოლუცია, ახალი სოციალისტური მმართველობითი და გამანაწილებელი სისტემის ფორმირება, კომუნისტური ორიენტაციის ინტელექტუალური ელიტის ჩამოყალიბება და ა.შ.) მიმდინარეობდა საერთოიმპერიული კანონზომიერებისა და საერთო-საკავშირო გენერალური მიმართულებების ფარგლებში ადგილებზე ზედმეტი “თვითშემოქმედების” გარეშე. ამ თვალთახედვით უნდა შეფასდეს XXს. 30-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიები აფხაზეთში, 1938წ. დასრულებული დამწერლობის რეფორმა ავტონომიურ რესპუბლიკაში (ლათინური გრაფიკის ქართული გრაფიკით შეცვლა), 1945-46 სასწავლო წლიდან განხორციელებული სასკოლო რეფორმა (“აფხაზურ სკოლებში” სწავლების რუსული ენიდან ქართულზე გადაყვანა აფხაზური ენის სწავლების შენარჩუნებით), მიწისძვრით დაზარალებული მეზობელი რაიონებიდან მოსახლეობის ნაწილის აფხაზეთში ჩამოსახლება (მათმა გარკვეულმა ნაწილმა ასიმილაცია განიცადა და ამჟამად აფხაზურ ეროვნებას მიეკუთვნება). პოლიტიკური რეპრესიები, როგორც ცნობილია, საერთოსაკავშირო “ღონისძიებას” წარმოადგენდა. ავტონომიებში დამწერლობათა გადაყვანა მოკავშირე რესპუბლიკების გრაფიკაზე, აგრეთვე სწავლების გადაყვანა მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფო ენაზე, ხელისუფელბის ცენტრალური ორგანოების დირექტივების შესაბამისად, მთელს საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა. ამიტომ უფრო სამართლიანი და სასარგებლო იქნება თუ სეპარატისტები თავიანთ პრეტენზიებს წაუყენებენ არა ვითომ აფხაზთა გადაგვარების მზაკვრული გეგმის მქონე ქართველებს, არამედ იმპერიას, რომელიც დღესაც წარმატებით აგრძელებს აფსუა ხალხის ასიმილაციას. მეზობელი რაიონებიდან ადამიანების ჩამოსახლება, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში, ასევე მოსკოვის დირექტივებით ხორციელდებოდა. “დათბობის” პოსტსტალინისტური პერიოდი საქართველოში აღინიშნა ანტიქართული გამოხდომების თანხლებით მიმდინარე სტალინის პიროვნების კულტის კრიტიკასთან დაკავშირებით ქ. თბილისში მოწყობილი მშვიდობიანი ახალგაზრდული მანიფესტაციის რუსი ჯარისკაცების მიერ მასობრივი და უმოწყალო დახვრეტით. მანიფესტაციაზე დრო და დრო გაისმოდა მოწოდებები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებაც. იმ პერიოდში რესპუბლიკაში მოქმედებდნენ საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი იატაკქვეშა ახალგაზრდული ორგანიზაციები (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვ.). კრემლმა გააძლიერა ზეწოლა თბილისზე, დაადანაშაულა რა რესპუბლიკური პარტიული ორგანიზაცია შოვინიზმის გამოვლინებაში, აფხაზების, ოსებისა და სომხების ასიმილაციის მცდელობაში (იხ. სსრ კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის 1956წ. 10 ივლისის დადგენილება). ეს ბრალდება გახდა თავისებური ნიშანი სეპარატისტებისთვის. ეჭვსგარეშეა, რომ აფხაზეთში სწორედ კრემლმა ერთი ხელით მოახდინა 1957, 1967 და 1977 წლების ანტიქართული გამოსვლების პროვოცირება, თუმცა საბაბად ერთ შემთხვევაში გამოიყენეს სეპარატისტებისთვის მიუღებელი ისტორიული შრომების გამოცემა თბილისში (1957 და 1967წწ.), სხვა შემთხვევაში – საქართველოსა და აფხაზეთის ახალი კონსტიტუციების მიღება (1977წ.); მეორე ხელით კრემლი ყოველთვის ცდილობდა კონფლიქტების ისეთნაირად “მოგვარებას” (განსაკუთრებით სეპარატისტთა სასარგებლო საკადრო გადაადგილებების განხორციელებით), რათა შექმნილიყო უფრო ხელსაყრელი ნიადაგი შემდგომში საჭირო დროს ახალი მასშტაბური გამოსვლებისთვის. ასეთი დრო XXს. 80-იანი წლების ბოლოს დადგა, როცა ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა მოძრაობებმა ძირფესვიანად შეარყიეს საბჭოთა იმპერია, თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში, სხვა რესპუბლიკებთან ერთად, საქართველოც გამოდიოდა. დემორალიზებული და დეზორგანიზებული კრემლი შეეცადა, მაგრამ ვერ მახერხა მისთვის სასარგებლო შედეგების მიღწევა 1989წ. 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტის შემდეგ. შედეგი სრულიად საპირისპირო გამოდგა. ბევრი ვერაფერი მისცეს იმპერიულ ცენტრს ანტიქართულმა გამოსვლებმა აფხაზეთში 1989წ. ივლისში. კრემლის ხრიკების მიუხედავად, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა დამოუკიდებლობისკენ. 1990წ. 28 ოქტომბერს გამართულ მრავალპარტიულ დემოკრატიულ არჩევნებში ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა მოძრაობამ გაიმარჯვა, რასაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია მოჰყვა. რესპუბლიკამ არ მიიღო მონაწილეობა სსრ კავშირის შენარჩუნების თაობაზე 1991 წლის 17 მარტს საკავშირო რეფერენდუმში. აფხაზეთში იგი სერიოზული დარღვევებით ჩატარდა. სასურველი შედეგის მისაღებად, გალის რაიონი, სადაც აფხაზეთის მოსახლეობის 20% ცხოვრობდა (დიდი უმრავლესობა ქართველები), მოსკოვის მითითებით, არჩევნებიდან მოხსნეს საარჩევნო უბნების ვითომ “მოუმზადებლობის” მოგონილი საბაბით. გარდა ამისა, აფხაზურ საარჩევნო უბნებში სსრ კავშირის შენარჩუნების მომხრეთა ხმების რაოდენობამ კურიოზული მაჩვენებელი შეადგინა – ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 120% (?!). ამ გზით სეპარატისტებმა ძლივს დააფიქსირეს 50 პროცენტზე ოდნავ მეტი, მაგრამ ყველასათვის ნათელი გახდა, რომ სსრ კავშირის შენარჩუნებისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი აფხაზეთში ჩაიშალა. იმავდროულად, 1991წ. 31 მარტს აფხაზეთში დიდი წარმატებით ჩატარდა სხვა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. აფხაზეთის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვ. არძინბას მეთაურობით გადაწყვიტა თვითონ არ მიიღოს მონაწილეობა რეფერენდუმში, მაგრამ ხელი არ შეუშალოს ავტონომიურ რესპუბლიკაში მის ჩატარებას. იმ კონკრეტულ ვითარებაში ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბლოკი `სოიუზი~ (სსრ კავშირის მომხრეები) რეფერენდუმში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, 1991წ. 31 მარტის რეფერენდუმში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (347175 კაცი) 61,27% მონაწილეობდა, ანუ ბევრად მეტი, ვიდრე ქართული მოსახლეობა (45%). რეფერენდუმში მონაწილეთა 97,73% (ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 60%) ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას (დამოუკიდებლობის აღდგენა 1991წ. 9 აპრილს გამოცხადდა). ანალოგიურ ვითარებაში ჩატარდა და დაახლოებით იგივე მაჩვენებლებით დასრულდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთის ტერიტორიაზე (1991წ. 26 მაისი). აფხაზეთთან მიმართებაში საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის საგანგებოდ ფრთხილი, მშვიდობიანი და კომპრომისული პოლიტიკის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდა 1991წ. ზაფხულში, როდესაც ქართულ და აფხაზურ მხარეთა საერთო ძალისხმევით შემუშავდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ახალი კანონი, შევიდა ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. უმაღლესი საბჭოს 65 მანდატი ეთნიკური პრინციპით ჩამოყალიბებულ ერთმანდატიან ოლქებში გადანაწილდა. აფხაზებს 28 მანდატი ერგოთ, ქართველებს – 26, სხვა ეროვნებებს – 11. მანდატები ისეთნაირად გადანაწილდა, რომ არც ერთ მხარეს არ შეეძლო კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება და ცალმხრივად კონსტიტუციური, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ქართველთა და აფხაზთა შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იყო არა მხოლოდ სტატუსის საკითხის ლეგიტიმური გადაწყვეტა, არამედ მთავრობის დანიშვნაც კი, ვინაიდან მინისტრის დამტკიცებას ასევე კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდებოდა. ეთნიკური ნიშნის მიხედვით გადანაწილდა როგორც მანდატები უმაღლეს საბჭოში, ისე მთავარი თანამდებობებიც. კერძოდ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აფხაზი უნდა არჩეულიყო, მის პირველ მოადგილედ-ქართველი; აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ ქართველი ინიშნებოდა, პირველ მოადგილედ – აფხაზი. განხორციელდა სხვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებებიც. მაგალითად, აფხაზეთის კონსტიტუციაში ტერმინი “საქართველოს სსრ” შიცვალა ტერმინით “საქართველოს რესპუბლიკა”. ეს იყო სერიოზული კომპრომისი, ვინაიდან აფხაზეთი კონსტიტუციურად ადასტურებდა, რომ ის ადრე იყო საქართველოს სსრ ნაწილი, მაგრამ ამიერიდან დამოუკიდებლობა გამოცხადებული საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაშია. იმისათვის, რათა სათანადოდ შეფასდეს ამ კონსტიტუციური ცვლილების მნიშვნელობა, საჭიროა გავიხსენოთ სეპარატისტთა მიერ ატაცებული კრემლის უცნაური ინსტრუქცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი, მისი კონსტიტუციის მიხედვით, სსრ კავშირის შემადგენლობაში შემავალი საქართველოს სსრ ნაწილს წარმოადგენდა და არა საქართველოს რესპუბლიკის. განხორცილებული ცვლილებით, მსგავს ინსინუაციებს ბოლო მოეღო. აფხაზეთის კონსტიტუციაში შევიდა ასევე დამატება, რომ კანონი აფხაზეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის შესახებ ძალაში შედიოდა საქართველოსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების მიერ მისი დამტკიცების შემდეგ (მუხლი 98). თამამად შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის მიმართ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკამ გაიმარჯვა, თანაც გაიმარჯვა ორივე მხარემ. ყველაფრიდან ჩანდა, რომ კრემლი ძლიერ იყო შეშფოთებული დამოუკიდებლობისკენ საქართველოს დამაჯერებელი მოძრაობით, 1991 წლის 17 და 31 მარტის რეფერენდუმების, 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, მოსკოვის მედიატორული როლის გარეშე თბილისის მიერ აფხაზეთთან ურთიერთობის დარეგულირებით. კრემლში გადაწყვიტეს, რომ ამ პროცესის შესაჩერებლად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობის გზით დამხობა და აფხაზეთში ომის გაჩაღება იყო საჭირო. ასსრ კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობამ, რომელიც მანამდე საკავშირო ცენტრთან ძალაუფლებისათვის ბრძოლით იყო დაკავებული, საქართველოსთვისაც მოიცალა. ამ უკანასკნელმა – თანაც უარი თქვა მაშინ ჯერ სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირში, შემდეგ კი ახლადდაფუძნებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) გაწევრიანებაზე. ახალ ვითარებაში, როდესაც 1991-1992 წლების მიჯნაზე საქართველოში ძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, ე. შევარდნაძის მეთაურობით სახელმწიფო საბჭოს სახით დროებითი არალეგიტიმური ხელისუფლება შეიქმნა, სამოქალაქო დაპირისპირებად წოდებული რუსეთ-საქართველოს გაჩაღდა ომი, აფხაზეთის სეპარატისტული ძალები მეტისმეტად გააქტიურდნენ. მოსკოვის წაქეზებითა და საკუთარი კონსტიტუციის დარღვევით, აფხაზეთის ხელმძღვანელობა იღებდა ცალმხრივ გადაწყვეტილებებს და იარაღის ჟღარუნით იყო დაკავებული. 1992წ. 23 ივლისს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კვალიფიციური უმრავლესობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მოქმედი კონსტიტუციის გაუქმებისა და 1925წლის მკვდრადშობილი კონსტიტუციის (რომლის შესახებ ზემოთ იყო საუბარი) აღდგენის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ დააჩქარა უმაღლესი საბჭოს საბოლოო განხეთქილების ადრე დაწყებული პროცესი და, საბოლოო ჯამში, საქმე ომამდე მივიდა. დღეს ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში და ომი აფხაზეთში წარმოადგენდნენ ერთი ჯაჭვის რგოლებს, ერთიც და მეორეც - ქართული სახელმწიფოს დასუსტების, მისი დანაწევრებისა და ახალი ფორმით რუსეთის იმპერიის წიაღში დაბრუნების საერთო გეგმის შემადგენელი ნაწილებია. ომი აფხაზეთში განხილული უნდა იყოს როგორც რუსეთ-საქართველოს 1991-1992 წლების უთანასწორო ომის გაგრძელება. მისი შედეგები, როგორც ცნობილია, კატასტროფული აღმოჩნდა აფხაზეთის მოსახლეობისთვის, მთლიანად სახელმწიფოსთვის. ორივე მხრიდან ათეულ ათასობით დაღუპულის გარდა, ავტონომიური რესპუბლიკა დატოვა მისი კანონიერი მოსახლეობის სამმა მეოთხედმა. დევნილებად იქცა თითქმის 300 ათასი ქართველი, 40 ათასამდე აფხაზი, ათასობით ბერძენი, ესტონელი, უკრაინელი, ებრაელი, რუსების ნაწილი და ა.შ. ომამდელი 535 ათასი კაციდან (მიმდინარე აღრიცხვის მონაცემები 1992 წლის იანვრისთვის) 1997 წლისთვის აფხაზეთში 145 989 ადამიანი დარჩა; ამრიგად, ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა 388 075 კაცით – 72,7 პროცენტით, ანუ 3,7 ჯერ შემცირდა. სხვა ეთნიკურ ჯგუფებზე მეტად ქართული მოსახლეობა დაზარალდა. 1992წ. 1 იანვრისთვის მისი რაოდენობა 244 872 კაცს (მონაცემები აშკარად შემცირებულია) შეადგენდა, ეთნოწმენდის შემდეგ, 1997 წლისთვის – 43 442 კაცს. ამრიგად, ეთნიკური ქართველების რაოდენობა 201 430 კაცით – 82,2% ანუ 5,64 – ჯერ შემცირდა. აფხაზეთში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას ელემენტარული უფლებები არ გააჩნია და საქართველოსთან შემოერთებას უჭერენ მხარს. იმავე პერიოდში ეთნიკური აფხაზების რაოდენობა 94 767 კაციდან 53 993 კაცამდე შემცირდა. აფხაზეთში ცხოვრობენ ასევე საკმაოდ მრავალრიცხოვანი სოხუმური და რუსული თემები. საერთო ჯამში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა იქ დარჩენილებს 3,5-ჯერ აღემატება. ამიტომ ეუთომ რუსეთის მონაწილეობით სამჯერ აღიარა და დაგმო აფხაზეთში ჩატარებული ეთნოწმენდა (1994წლის 6 დეკემბერს ბუდაპეშტში, 1996წ. 3 დეკემბერს ლისაბონში და 1999 წლის 17-18 ნოემბერს სტამბულში). ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებას ყველანაირად ხელს უწყობდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც 1994 წლიდან ხორციელდებოდა. რუსეთმა უკვე მოახდინა თავისი ე.წ. სამშვიდობო მისიის ნამდვილი მიზნების რეალიზაცია, როდესაც 2008წ. აგვისტოში დაიპყრო საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი და საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმების უხეში დარღვევით აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა (2008წ. 26 აგვისტო), რაც სინამდვილეში ამ ტერიტორიის ანექსიას, სხვადასხვა ეროვნების სინამდვილეში 400 ათასამდე დევნილის დასაღუპავად გაწირვას ნიშნავს. თავისი უკანონო, მაგრამ კარგად გათვლილი ნაბიჯით, რუსეთმა არაფრად ჩააგდო საერთაშორისო წესრიგი, რეალური საფრთხე შუქმნა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მთელი ევროპის უშიშროებას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველოს დაცვაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკავშირის, მისი მაშინდელი ხელმძღვანელის საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პრინციპულმა პოზიციამ. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ მთელი ცივილიზებული სამყარო, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო, ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო. ამ საკითხში რუსეთი პრაქტიკულად მარტო დარჩა, მას მხარი არ დაუჭირეს დსთ-ს წევრებმაც კი, მათ შორის უახლოესმა მოკავშირეებმა. შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობიდან გამოსვლისა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებისთვის სჭიროა აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანა, ნეიტრალური სახელმწიფოების მონაწილეობით სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნება. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი და სამართლიანი მოგვარება, მათ შორის აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის, ისტორიისა და არსებული რეალიების გათვალისწინებით. სეპარატისტებისა და რუსი აგრესორების მთავარ იარაღს წარმოადგენდა და წარმოადგენს ფიზიკური ძალადობა ეთნოწმენდის თანხლებით, უხეში სიცრუე ფალსიფიცირებული ისტორიის სახით, რაც ასევე სულიერი და იდეოლოგიური ძალადობის, კულტურული გენოციდის ერთ-ერთი ფორმაა. ვინაიდან საკუთარ პროპაგანდისტულ არსენალში კრემლს არ გააჩნია რამდენადმე დამაჯერებელი სამართლებრივი არგუმენტები ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის აფხაზეთის `აღიარების~ გამართლებისთვის, ის ცდილობს მსოფლიოს თავს მოახვიოს მის მიერვე შეთხზული ყალბი ისტორიული სტერეოტიპები, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე “ისტორიული სამართლიანობის” ვითომ აღდგენისთვის მებრძოლის მანტიაში გამოწყობილი წარსდგეს. შემოთავაზებული მოკლე ცნობა, რომელიც საკუთარ ძირძველ ტერიტორიაზე – აფხაზეთზე საქართველოს ისტორიულ უფლებას ადასტურებს, აფსუა-აფხაზებს სულაც არ ართმევს ამა თუ იმ სამართლიანი პოლიტიკური მოთხოვნის წამოყენების უფლებას. იმავდროულად, იგი სრულიად ცალსახად გვიჩვენებს საქართველოს წინააღმდეგ დღემდე მიმდინარე რუსული აგრესიის გამართლების მიზნით მოხმობილი იმ “ისტორიული არგუმენტების” უსაფუძვლობას, რომლებსაც უშუალოდ კრემლის მესვეურები (მათ შორის დ. მედვედევი, ვ. პუტუნი, ს. ლავროვი და სხვ.) უწევდნენ პროპაგანდას. ნამდვილი და არა მოგონილი ისტორია მთლიანად საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მხარესაა. შეადგინა ჯ. გამახარიამ. მოწონებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფის მიერ.#სოხუმი #აფხაზეთი #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily