პრემიერ ლიგაში ახალი კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
ახალი კორონავირუსით ინგლისის ჩემპიონატის 6 ფეხბურთელი და ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელია ინფიცირებული. პრემიერ ლიგის განახლებისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარდა 748 ტესტი, რომლიდანაც 6 პოზიტიური შემთხვევა დაფიქსირდა. მათ ვისაც დაუდგინდათ კორონავირუსი 7 დღის განვალობაში თვით იზოლაციაში გადავლენ. პრემიერ ლიგის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: "ის 6 ინფიცირებული პირი, რომლებიც 3 კლუბში არიან გადანაწილებული, შემდეგი 7 დღის განმავლობაში თვით იზოლაციაში იქნებიან. იურიდიული და საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, კლუბებსა და პიროვნებებზე დეტალურ ინფორმაცია არ გასაჯაროვდება." ინგლისში ჯგუფური ვარჯიშები ორშაბათს განახლდა. ვარჯიშები მკაცრად არა კონტაქტურია და ტარდება მცირე ჯგუფებში. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ბუნდესლიგის განახლებამდე, 4 მაისს 1700 პირს ჩაუტარდა ტესტი და მათგან 10 პოზიტიური შემთხვევა დაფიქსირდა.
#headlinesport
#sport
#football
#premierleague
#coronavirus
#covid
-19
#ფეხბურთი
#პრემიერლიგა
#კორონავირუსი
0