საფრთხეები მიღმიერი სამყაროდან

0
სამეცნიერო ფანტასტიკაში ხშირად ვხვდებით უცხოპლანეტელების ჩვენს სამყაროში შემოჭრის ამბავს. მათგან ყველაზე ცნობილი ალბათ ჰერბერტ უელსის კლასიკა, სამყაროთა ომია — 1898 წელს გამოცემული რომანი, რომელიც მას შემდეგ არაერთი ფილმის, ტელეშოუსა თუ მიუზიკლის შექმნის წყაროდ იქცა. რასაკვირველია, ბევრი ასეთი ამბავი იმ შიშზეა აგებული, რომ ერთი სახეობა მასთან ახლოს მცხოვრებ სხვა სახეობას დაესხმება თავს. უცხოპლანეტელ "უცხოებად" კი მწერები ან ხოჭოებიც კი შეიძლება მოგვევლინოს, როგორც ეს ჰაინლაინის 1959 წლის წიგნში, ვარსკვლავური დესანტი, და მის 1997 წლის ეკრანიზაციაშია. თუმცა თუკი ვარსკვლავურ დესანტში დახატული რეალობა ცივი ომის პერიპეტიებს გვახსენებს, უელსის, ჰაინლაინის და სხვა ავტორების მიერ აღწერილი საფრთხე ჯერ კიდევ უცნობ მტერს უკავშირდება. ამგვარ დამპყრობლებთა უტვინოთა ხროვად ან მტაცებელ მხეცებად წარმოდგენა ჩვენზე დამამშვიდებლად კი მოქმედებს, მაგრამ ეს ზედმეტად გამარტივებული ხედვაა და ჩვენი ბაზისური ემოციების დაკმაყოფილებას ემსახურება.
0