ადამიანური სისუსტე

0
მომავალთან დაკავშირებული საფრთხეებიდან ყველაზე უფრო დამზაფრავი თავად ჩვენგან წამოსული საშიშროებაა, რომლის საფუძველიც დაუფიქრებელი ნაბიჯები, პრიორიტეტების არასწორი განაწილება თუ ჩვენი ფიქრებისა და აზროვნების გამკონტროლებელი არაკეთილსინდისიერი კორპორაციების ქმედება შეიძლება იყოს. სამეცნიერო ფანტასტიკის ბევრმა მწერალმა გაამახვილა ყურადღება ადამიანის ბუნების ნაკლოვანებებზე და მრავალგვარი ინტერპრეტაციით წარმოგვიდგინა სიკეთის სახელით ჩადენილი ქმედებები, რომლებიც სავავალო შედეგით სრულდება. ამგვარი ამბის კლასიკური მაგალითია ფრედერიკ პოლისა და სირილ კორნბლათის 1952 წლის სამეცნიერო ფანტასტიკა, კოსმოსის ვაჭრები. კოსმოსის ათვისებამ და ვარსკვლავებისკენ სწრაფვამ, შესაძლებელია, ბევრი ისეთი პრობლემა გადაჭრას, რომელიც საფრთხეს ახლო მომავალში გვიქმნის — იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ჭარბი მოსახლეობა თუ რესურსების სიმწირე. თუმცა ბევრად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ფაქტი, რომ სადაც უნდა წავიდეთ, ჩვენს პრობლემებსაც თან წავიყოლებთ, რადგან კაცობრიობა გამუდმებით უშვებს ერთსა და იმავე შეცდომებს და ასე გაგრძელდება სამყაროს დასალიერშიც.
0