მეცნიერება ბუნების წინააღმდეგ

0
მიუხედავად სახელისა, სამეცნიერო ფანტასტიკა უკვე მრავალი წელია, სამეცნიერო ფაქტებს უფრო ემყარება, ვიდრე — ფანტასტიკურებს. ისეთი ცნობილი მწერლები, როგორებიც არიან რობერტ ჰაინლაინი, აიზეკ აზიმოვი და ფრედერიკ პოლი, ხატავდნენ მომავალს შორ მანძილზე მომენტალური კომუნიკაციის შესაძლებლობებითა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ცოდნით. ეს მომავალი უკვე აწმყოდ იქცა და ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც იმაზე რთულია გამოგონილისა და ნამდვილი რეალობის გარჩევა, ვიდრე ოდესმე. შესაძლოა, თქვენ იფიქროთ, რომ ეს მთლიანობაში კარგი ამბავია (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახლა ამ სიტყვებს ინტერნეტში კითხულობთ), თუმცა სამეცნიერო ფანტასტიკას ჩვენს ზედმეტად თავდაჯერებულ ბუნებასა და იმ უსაფუძვლო რწმენაზეც აქვს რაღაც სათქმელი, რომელიც მეცნიერებაში საკუთარი შესაძლებლობების და ამ შესაძლებლობების კეთილი მიზნებისთვის მოხმარების მიმართ გვაქვს. 1966 წლის რომანში, ყვავილები ელჯერნონისთვის, ადამიანზე ჩატარებულ ექსპერიმენტში ისეთი ხარვეზი გამოვლინდება, რომელიც პროტაგონისტს სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანს. ამბავი, მეტწილად, გენიოსის აღმასვლისა და მარცხის შესახებაა, თუმცა ის ასევე წარმოაჩენს, რამდენად საშიშია, როცა მეცნიერებს არ აქვთ განვითარებული თანაგრძნობის უნარი და უჭირთ იმის გაცნობიერება, სადამდე შეიძლება, მათმა ქმედებებმა მიგვიყვანოს. თუ გვსურს, რომ მეცნიერება ბუნების დასაპყრობად გამოვიყენოთ, წინდახედულად უნდა ვიმოქმედოთ და მოსალოდნელ შედეგებზე ვიფიქროთ. ყველანაირი პროგრესი სიკეთის მომტანი არაა — ჩვენ მხოლოდ ახლო მომავალში არ უნდა ვიხედებოდეთ და, რაც მთავარია, მიღწეულმა შედეგებმა ზედმეტად თავდაჯერებულები არ უნდა გაგვხადოს.
0