პალესტინის ლიდერი ისრაელთან და აშშ-სთან ყველა შეთანხმებას აუქმებს

0
პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ისრაელთან და აშშ-სთან მიღწეული ყველა შეთანხმების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესეხაბ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „დღეიდან პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია და პალესტინის სახელმწიფო თავისუფლდებიან ამერიკისა და ისრაელის მთავრობებთან მიღწეული ყველა შეთანხმებისა და გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან, მათ შორის მათგანაც, რომლებიც უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული, ” - განაცხადა აბასმა საგანგებო შეხვედრაზე. მისივე თქმით, ოკუპირებული იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ნებისმიერი ნაწილის ისრაელის მიერ ანექსია „ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გადაჭრის შანსებს ანგრევს.“ აბასმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ისრაელს, როგორც ოკუპანტ ძალას, ეკისრება. „საერთაშორისო საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ისრაელს, როგორც ოკუპანტ ძალას ეკისრება. აშშ-ს კი, ისრაელის ოკუპანტი მთავრობის მთავარ პარტნიორს, პალესტინელი ხალხის ჩაგვრისთვის სული პასუხისმგებლობა დაეკისრება, “-განაცხადა აბასმა.
#politics
#news
#opinion
#events
#usa
#israel
#palestine
#middleeast
#deutchewelle
#jerusalem
#agreement
#war
#dispute
#annexation
#occupation
#ისრაეილი
#აშშ
#პალესტინა
0