უმბერტო ეკო ქალის და მამაკაცის თანასაწორობაზე

0
ხომ უეჭველია, რომ ქრისტემ მამაკაცთათვის და ქალთათვის ერთნაირად გასწირა თავი, რომ, თავისი დროის წეს-ჩვეულებათა საწინააღმდეგოდ, უდიდესი პრივილეგიები მიანიჭა მდედრობითი სქესის თავის მიმდევართ, რომ პირველქმნილი ცოდვისაგან თავისუფალი ერთადერთი ადამიანი ქალია, რომ აღდგომის შემდეგ ქრისტე პირველად სწორედ ქალებს გამოეცხადა და არა - მამაკაცებს. განა ეს ყველაფერი არაა ცხადი მინიშნება იმაზე, რომ ქრისტემ, თავისი დროის კანონების საწინააღმდეგოდ, და რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, მკაფიოდ მიგვითითა სქესთა თანასწორობაზე, - კანონებისა და ისტორიული ადათწესების მიმართ დაპირისპირებით თუ არა, ხსნის განგების თვალსაზრისით ხომ მაინც?
0