NASA or SpaceẊ

0
2002 წელს ილონ მასკმა დააფუძნა SpaceX, კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი და კოსმოსური სატრანსპორტო მომსახურებების ამერიკული კომპანია, რომლის მთავარი დიზაინერი თავად არის. SpaceX-ის მიზანია უფრო იაფად შეასრულოს ფრენები კოსმოსში, რაც საბოლოოდ NASA-ს მისცემს საშუალებას არსებული ბიუჯეტით გააგზავნოს ადამიანები მარსზე. მთავარი განსხვავება სხვა მსგავსი პროექტებისგან არის ის, რომ SpaceX-მა შეძლო დაემზადებინა ისეთი ხომალდები, რომელთა მოდულები ან თუნდაც მთლიანი ხომალდები დაუზიანებლად ბრუნდებიან მიწაზე და მათი გამოყენება ხელმეორედაა შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვნად აიაფებს კოსმოსში ფრენებს, რადგან ყოველ ჯერზე არაა საჭირო ხომალდის თავიდან აგება.
0