როგორ გამოიყენება მედიცინაში პლაცებოს ეფექტი

0
როდესაც ავადმყოფი საჭიროებს წამალს მას აწვდიან რაიმე სახის ნივთიერებას, რომელსაც უმეტესად არანაირი ქიმიური დანიშნულება არ აქვს, მაგრამ პაციენტს არწმუნებენ, რომ ეს სწორედ ის წამალია, რომელიც მას ესაჭიროებოდა და იგი ახლა განკურნებას დაიწყებს. რამდენად სასაცილო ან საოცარიც არ უნდა იყოს ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან ხშირად არათუ უკეთესი ხდება, არამედ სრულიად იკურნება კიდეც. ეს უდიდესი დარტყმაა მათთვის ვინც თავის ტვინს სკეპტიკურად უყურებს, რადგან ასეთ დროს ადამიანის განკურნების ერთადერთი მიზეზი სწორედ ტვინის მიერ გაცემული ბრძანებაა, რომელიც ადამიანის იმუნიტეტს და მთელ ორგანიზმს ერთგვარი ხელისკვრით აიძულებს გახდეს უკეთ, აამუშაოს საკუთარ თავში არსებული ყველა რეზერვი და დაიწყოს ანტისხეულების გამომუშავება, რაც მრავალ დაავადებასა და ავადმყოფობას აჯობებს. სათანადოდ დააფასეთ თქვენი გონების შესაძლებლობები!
0