31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა!

1
31 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის - ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. დღეს მას 82 წელი შეუსრულდებოდა. 🇬🇪 31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ამ დღეს, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე, რასაც „სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის“ მიღება მოჰყვა. სოხუმის თეატრი გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს! ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ისტორიული არჩევანის ერთგული დარჩება.
1