ნაგატოს იდეოლოგია და ფრაზები

0
სიკეთე შეიძლება იქცეს ბოროტებად და პირიქით. ანუ საერთო ჯამში თვითნაბადი ბოროტება არ არსებობს და ყოველთვის არის მიზეზი თუ რატომ იქცა ადამიანი ბოროტად. როგორც წესი ეს დიდი ტკივილის შედეგია, ტკივილის რომელსაც იწვევს შინობთა სამყაროს სისასტიკე, მაგრამ როგორც წესი მკვლელი ოდესღაც თავად გახდა მსხვერპლი, თავად დაკარგა ყველაფერი და ამან გატეხა. ჩემი აზრით ნაგატოს ძალიან სასტიკი იდეოლოგია ქონდა, იგი მიიჩნევდა, რომ „ნამდვილი ტკივილის“ შეცნობის გარეშე მშვიდობის დაფასება შეუძლებელია. დამყარებული მშვიდობა, ის მეოთხე მსოფლიო ომის წამოწყებასა და, ამასთანავე, უძლიერესი "იარაღის" შექმნას გადაწყვეტს, რომლის მეშვეობითაც მთელი ქვეყნის წამიერად განადგურება იქნებოდა შესაძლებელი. მისი აზრით, ადამიანები სულელები არიან და რომ მხოლოდ ტკივილის შიში აიძულებთ მათ მშვიდობის დაფასებას, თუმცა, ასეთი მშვიდობა მხოლოდ დროებითი იქნება, რადგან თანდათანობით ადამიანები ტკივილს დაივიწყებენ და მსოფლიოში კვლავინდებურად ომიანობა და სიძულვილი დაისადგურებს, რაც, ნაგატოს აზრით, შინობთა მსოფლიოს მართავს. მისი თქმით, სწორედ ამ დროს გამოიყენებენ ადამიანები მის იარაღს, რაც მათ ტკივილს შეახსენებს და მსოფლიოს დროებით მშვიდობას მოუტანს.თავად იმის რწმენა რომ ეს იარაღი მშვიდობას მოიტანდა, ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ იყო.... უმეტესობა მხოლოდ იმას ხედავს რომ ნაგატო მხოლოდ რომელიმე ქვეყნის განადგურებას აპირებდა, თუმცა ვერ ხედავენ იმას რომ ნაგატო აპირებდა ფეოდალური სისტემის განადგურებას, აპირებდა რომ შინობთა სამყაროში მხოლოდ 5 დიდი სოფელი არ ყოფილიყო მმართველი და სხვა სოფლები პაიკები. ნაგატოს მიზანი იყო რომ სოფლების სტატუსი ყოფილიყო თანაბარი + ფეოდალების კორუმპირებული სისტემა გაენადგურებინა. ჩემი პირადი აზრით ვილეანებს შორის ერთერთი საუკეთესო მოტივები სწორედ ნაგატოს ჰქონდა 1 . ❤️ რელიგია, იდეოლოგია, რესურსები, მიწა, გაღიზიანებადობა, სიყვარული ან რაიმე სხვა. მნიშვნელობა არა აქვს რამდენად ამაღელვებელია მიზეზი. ეს ომის დასაწყებად საკმარისია. 2. ? ფიქრობ, რომ ერთადერთი ხარ ვისაც შენთვის მნიშვნელობა აქვს. ფიქრობ, რომ სიკვდილის გადადება შეგიძლია. მაგრამ მშვიდობა გასულელებს და უყურადღებოს გხდის. თუ ვინმეს მოკლავ ვიღაც სხვა მოგკლავს. სწორედ ეს სიძულვილი გვაახლოებს. 3. ☄️ ცოტათი მაინც გაიგე რას ნიშნავს ტკივილი? თუ შენ არ გაიზიარებ ვინმეს ტკივილს, მათ ვერასდროს გაუგებ. მხოლოდ იმიტომ, რომ გაიგე არ ნიშნავს რომ დაეთანხმები. ესაა სიმართლე. 4. ? ჩვენ ვართ ადამიანები, შეპყრობილნი ვართ შურისძიებით, რომელსაც სამართლის გამო ჩავდივართ. მიუხედავად იმისა, არის თუ არა შურისძიებაში სამართალი, ეს მხოლოდ მეტ შურისძიებას წარმოქმნის. ეს კი სიძულვილის წრის შეკვრას გამოიწვევს. 5. ? ყველაზე უვიცი ბავშვიც კი თუ გაიზარდა ისე, რომ გაიგო რა არის ნამდვილი ტკივილი. ეს მის საუბარსა და აზროვნებაზე მოახდენს გავლენას და ნამდვილ ადამიანად იქცევა. 6. ? ზოგჯერ უნდა დაშავდე იმისათვის, რომ დაცემა იცოდე ხოლო შემდეგ გაიზარდო. უნდა დაკარგო, რათა შეიძინო, რადგან ცხოვრების ყველაზე კარგი გაკვეთილები სწორედ ტკივილში ისწავლება.
#nagato
#news
#naruto
#opinion
#photo
Tbilisi
0