“თეთრსაყელოიანების დანაშაული”

0
ამერიკელი სოციოლოგის სათერლენდის მიერ 1939 წელს გამოყენებული ცნება “white-collar criminality” - “თეთრსაყელოიანების დანაშაული” მეცნიერებაში დაახლოებით სამი ათწლეულია რაც დამკვიდრდა. ამ ტერმინს იგი უწოდებდა ისეთი სახის დანაშაულს, რომელიც ჩადენილი იყო სამსახურებრივი საქმიანობის სფეროში, იმ პიროვნებების მიერ, რომლებიც საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობდნენ და მაღალი სოციალური სტატუსი გააჩნდათ. ახალმა კრიმინოლოგიურმა კონცეფციამ სახე ოდნავ იცვალა. დღეის მდგომარეობით ამერიკულ კრიმინოლოგიაში ძირითადად დამკვიდრდა ეკონომიკური დანაშაულის ორი მიმართულება: 1) დანაშაული ჩადენილი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ და 2) დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია თვითგამდიდრების მიზნით სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე. White-Collar criminality მრავალ სპექტრს მოიცავს დაწყებული საბუღალტრო დანაშაულებიდან დამთავრებული მონოპოლიური, საბანკო, საბირჟო, საკრედიტო, საგადასახადო საქმიანობით, ფულის გამოძალვით და კორუფციით. ამ ტიპის დანაშაულთა უმრავლესობა ძირითადად გაუხსნელი რჩება. (ლატენტური დანაშაული), ვინაიდან ის ჩადენილია მაღალი განათლების და სოციალური სტატუსის მქონე შუახნის ასაკის კარიერაზე ორიენტირებული ადამიანისგან. შსს სტატისტიკური მონაცემებით იმ დანაშაულთა რაოდენობამ, რომლებიც white-collar criminality-ს წარმოადგენენ, საერთო დანაშაულთა რაოდენობასთან მიმართებაში 2007 წელს დაახლოებით 1, 4, ხოლო 2008 წელს 0, 9 პროცენტი შეადგინა, ჩვენთვის უცნობია თუ რა რაოდენობის ზიანი მიადგა ეკონომიკას ამ მაქინაციური სქემების გამო. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაგალითზე ნათელი გახდება white-collar criminality-ის საშიშროება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ქვეყანაში ამ ტიპის დანაშაულისგან გამოწვეულმა მატერიალურმა ზარალმა 4, 2 მილიარდი ევრო შეადგინა. წყარო: მორის შალიკაშვილი, კრიმინოლოგია
#politic
#Crime
#America
#Europe
#Money
0