მინიმუმ სექტემბრამდე 3 თვით უნდა გადავადდეს საკრედიტო შენატანების ვალდებულება - მელია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143803 მინიმუმ სექტემბრამდე 3 თვით უნდა გადავადდეს საკრედიტო შენატანების ვალდებულება - ამბობს , , ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია. მელია სოფელ ქერთუბანში გოჩა მარკოზაშვილს ოჯახს ესტუმრა. ოჯახს ბანკიდან კრედიტი აქვს გამოიტანილი. საკრედიტო შეღავათის ვადის ამოწურვის შემდეგ ყოველთვიური გადასახადიც მნიშვნელოვნად გაეზარდა და ამის გამო იძულებული გახდა, ნაკვეთი გაეყიდა. ნიკა მელიამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, საბანკო შეღავათების კიდევ 3 თვით გახანგრძლივება. „10-დან საქართველოს 7 სრულწლოვან მოქალაქეს აქვს საბანკო ვალდებულება. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა და მე ვფიქრობ ამ მოთხოვნაში ყველა ერთსულოვანია, როგორც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, ასევე ქართული ოცნების გულშემატკივრები. მინიმუმ სექტემბრამდე 3 თვით უნდა გადავადდეს საკრედიტო შენატანების ვალდებულება. ვგულისხმობ, როგორც პროცენტის გადახდის ვალდებულებას, ასევე თანხის ძირის ვალდებულებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
0