2021 წლის „ოსკარით“ დაჯილდოვების ცერემონია შესაძლოა გადაიდოს

0
ამერიკის კინოაკადემიის მიერ, 2021 წლის თებერვალში გასამართი 93-ე დაჯილდოების ცერემონია კორონავირუსული პანდემიის გამო შესაძლოა გადაიდოს. აპრილის ბოლოს, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს შერჩევის წესების შეცვლა და პირველად დაუშვეს კონკურსზე ისეთი ფილმები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში (და არა კინოთეატრებში) იქნა გაშვებული. აღნიშნული მიდგომა იმოქმედებს მანამ, სანამ კინოთეატრები კვლავ არ განაახლებენ მაყურებელთა მიღებას. როგორც ცნობილია, დაჯილდოების ცერემონიის გადატანა ჯერჯერობით არაოფიციალურ დონეზე განიხილება და ღონისძიების გამართვის სავარაუდო თარიღი ამ დრომდე დაუდგენელია. „ოსკარით“ დაჯილდოვების ცერემონია ყოველწლიურად, ლოს-ანჯელესში იმართება და ნამუშევრების შერჩევა 24 ნომინაციაში ხდება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#coronavirus
#oscars
#movies
#headline
0