"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გამოეხმაურა აშშ-ს ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის შეფასებას საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით. ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მეგობრის განცხადება რადგან ქვეყანაში კატასტროფულად იკლო ინვესტიციებმა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დღეს მედიასთან განაცხადა რომ თუ არ გაუმჯობესდა სასამართლო სისტემა, ინვესტორები სხვაგან წავლენ.
"ეს გამოწვეულია ხელისუფლების მხრიდან სრულად დაქვემდებარებული მართლმსაჯულებით - სასამართლოთი და პროკურატურით. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისა არის მართლმსაჯულება და ეს თუ არ შეიცვალა, ინვესტიციების ქვეყანაში შემოსვლა არ განხორციელდება. ინვესტიციების გარეშე კი ჩვენ ვერ გამოვალთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც აღმოვჩნდით. - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
"როდესაც არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვლება, პირველ რიგში, არჩეულმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს აუცილებელი რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას. "ლელო საქართველოსთვის" დიდი გამოცდილება აქვს სწორედ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ მოვახერხებთ აუცილებელი ინვესტიციების მოზიდვას კრიზისის დასაძლევად, ისე, რომ თითოეულმა ქართულმა ოჯახმა იგრძნოს სარგებელი." - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
#news
#ბადრიჯაფარიძე
#ლელო
#აშშ
#tbilisidaily
#dailynews