0
წავიკითხე და დავრჩი გაღიმებული ბოლოს? არადა როგორ გვჭირდება... ისე, ჩვენთან 2 ტიპის ტაქსის მძღოლია: ? მოქაქანე-მოღადავენი; ? დერზკად მდუმარენი. ამათ კიდე აიტანს კაცი. აი, ვითომ ბაბნიკი ტაქსის შოფრების არსებობაა ამაზრზენი❗️❗️❗️??? - - - ამიერიდან, Uber მომხმარებელს ჩუმად მგზავრობის შესაძლებლობას მისცემს. Techcrunch-ის ცნობით, აპლიკაციას Uber Black მძღოლის „სიჩუმის რეჟიმი” დაემატა. შესაბამისად, ტაქსის გამოძახებისას მომხმარებელი თვითონ აირჩევს, სურს, თუ არა მძღოლთან საუბრის გაბმა. მომხმარებელმა ამისთვის „სიჩუმისა“ და „მოხარული ვიქნები, თუ ვისაუბრებთ“ რეჟიმებიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს. Uber-ის მძღოლი კი ამ არჩევანის შესაბამისად იმოქმედებს. აღნიშნული ფუნქცია აშშ-ში, ხვალიდან გახდება ხელმისაწვდომი. უცნობია, მიბაძავენ, თუ არა Uber-ს ამ კუთხით სხვა ტაქსის კომპანიები. დანერგავენ, თუ არა მსგავს სერვისს სხვები, მათ შორის, ისინი, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ.
0