რუხის კლინიკიდან COVID 19-ით ინფიცირებული ქალი თბილისის ინფექციურში გადაიყვანეს

0
covid -19 ინფიცირებული ერთი პაციენტი რუხის კლინიკიდან თბილისში, ინფექციურ საავდმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, რეფერირების მიზეზი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. "დამატებითი კვლევებია საჭირო. პაციენტი მისი ლაბორატორიული მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, მკურნალობასა და კვლევებში დამატებითი ჩარევაა საჭირო, რაც თბილისის ინფექციურისთვის გაცილებით იოლად მოგვარებადია“, - ამბობენ რუხის კლინიკაში. კოვიდ19-ით ინფიცირებული ასაკოვანი ქალი ტრაილერის მღოლის კლასტერს მიეკუთვნება, რომელსაც ვირუსი გასულ კვირაში დაუდგინდა. რაც შეეხება ზოგად სურათს, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე 94 პირის ანალიზი გამოიკვლიეს. არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა. მათ შორის იყვნენ სამედიცინო დაწესებულებაში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული პაციენტები, საკარანტინო ზონაში და თვითიზოლაციაში მყოფი პირები, ასევე ტრაილერის მძღოლის 2 კონტაქტი. შეისწავლეს მედპერსონალის ბიოლოგიური მასალაც. ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია. ამასთან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადაამოწმეს რუხის საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტის ანალიზიც, რომელმაც მკურნალობის 14 დღიანი კურსი გაიარა. მას ჯერ კიდევ უფიქსირდება ახალი კორონავირუსი და შესაბამისად მკურნალობას აგრძელებს. პაციენტი შუა ხნის ქალია, რომელიც მანამდე ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. ის აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
0