Google Chrome Tab-ების დაჯგუფების ფუნქციას ამატებს

0
ბრაუზერის მოხმარების კუთხით თუ შევხედავთ, ძირითადად, ორი ტიპის ადამიანს შეხვდებით – Tab მინიმალისტებს, რომლებსაც მხოლოდ ის ფანჯრები აქვთ გახნილი, რომელიც სჭირდებათ და Tab შემგროვებლებს… ამ უკანასკნელებს ძალიან ბევრი სტატია, ვებგვერდი, სოციალური ქსელი თუ პლატფორმა აქვთ გახსნილი და მათი დათვლა, ხშირად, რთულია. სწორედ ამ არეულობის მოსაწესრიგებლად, Google Chrome-ს ახალი ფუნქცია – Tab groups ექნება. ეს ფუნქცია ქრომის ბეტა ვერსიაშია ხელმისაწვდომი (ან Chrome Canary 85.0.4148.0), დროთა განმავლობაში კი, ყველა მომხმარებელი შეძლებს მის გამოყენებას. განახლების მიღების შემდეგ, Tab groups-ის გამოყენება მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით და შესაბამისი ფუნქცია Add to tap group-ის არჩევით შეგეძლებათ, შემდეგ კი „გახსნილი ფანჯრების“ ჯგუფისთვის სასურველი სახელისა და ფერის მინიჭებას შეძლებთ (როგორც ეს ზემოთ მოცემულ გიფზეა). მაგალითად – „წასაკითხი სტატიები“, „ვიდეოები“, „შოპინგი“, „სამსახური“ და ა.შ. ან შეიძლება დაარქვათ დაჯგუფებულ ფანჯრებს დავალების სახელი და მონიშნოთ დედლაინიც. ჯგუფების სახელებად ისეთი ემოჯების გამოყენებაც შეიძლება, როგორიცაა ? ან ❤️. Google-ის თქმით, ფუნქცია გლობალურად რამდენიმე დღეში, ეტაპობრივად ამოქმედდება. Tab groups-ის დღესვე გამოსაცდელად კი Google Chrome Beta უნდა გადმოწეროთ, ან გადატვირთოთ.
#google
#technology
#tech
#news
#opinion
#photo
Tbilisi
0