გააგრძელებს თუ არა ფუნქციონირებას მარნეულში მდებარე "საზაფხულო ბაღები "? -ამ კითხვას ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი ასე პასუხობს.
„22 მაისის შემდეგ გვექნება ინფორმაცია. ვნახოთ, თუ საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, შეიძლება აღდგეს ფუნქციონირება, მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვით" - თქვა ზაურ ქარამოვმა.
აღსანიშნავია, რომ „საზაფხულო ბაღების“ მუშაობის პრაქტიკა მარნეულში წლებია არსებობს. ყოველწლიურად საზაფხულო ბაღის ფუნქციას მუნიციპალიტეტში N1 საბავშვო ბაღი ითავსებს. გასულ წელს ამავე დაწესებულებამ 42 აღსაზრდელი მიიღო.
წყარო : რადიო მარნეული
#საზაფხულობაღები
#მარნეული
#MarneuliDaily