საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ვრცელდება ყველაზე - კახა კალაძე

Tbilisi Daily

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ვრცელდება ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ადამიანზე - არანაირი „მაგრამ“ არ განიხილება - კალაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ვრცელდება ყველა სივრცეში - ნებისმიერი ადგილსა და ადამიანზე, ყოველგვარი გამომაკლისის გერეშე. მისივე თქმით, წესების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო მოახდენს შესაბამის რეაგირებას. ,,საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი „მაგრამ“ ამ შემთხვევაში არ განიხილება, ეს არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ვინც დაარღვევს წესებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,” - განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, შექმნილ პირობებში ცხოვრება რთულია, მაგრამ მკაცრი ზომები მიღებულია იმიტომ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. #კახაკალაძე #კომენდანტისსაათი #საგანგებომდგომარეობა #tbilisidaily y