გერმანიაში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 198 963-ს უახლოვდება. ინფორმაციას „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ერთი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში ვირუსით 9 064 ადამიანი გარდაიცვალა.