ომალოს გზაზე მეწყერში მოყოლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილით განახლდა
Tbilisi Daily
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერში მოყოლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილით განახლდა. მაშველები 62 წლის კაცს ამ დრომდე ეძებენ.
სამაშველო ოპერაცია ღამით ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა. მეორე მამაკაცი ადგილობრივებმა გადაარჩინეს და ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მეწყერი გუშინ საღამოს თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია "თუშეთისგზის" თანამშრომელები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ. დაზიანებულია კომპანის ტექნიკაც
#ფშაველი-აბანო-ომალოს გზა#მეწყერი#სამძებრო სამუშაოები#Tbilisi Daily#DailyNews