მზიურის“ რეაბილიტაცია სრულდება

0
მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა – აღადგინეს ძველი მოზაიკები, ხიდები, კიბეები; პარკის ტერიტორიაზე მოაწყვეს ველო -ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები, ხელოვნური ტბა, სკეიტბორდისა და საბავშვო გასართობი მოედნები; დადგეს ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე, გამოცვალეს კომუნიკაციები: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები. „პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად იყოფა. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც დამატებით ხიბლს შესძენს და „მზიურს“ ბევრად უფრო კომფორტულს გახდის ყველასთვის. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ისე იმ მშობლებისთვის, ვინც ეტლით ასეირნებენ ბავშვებს“.
#news
#opinion
#photo
Tbilisi
0