თბილისში კორონავირუსის 200-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე ნაკლები თბილისზე მოდის. ქვეყანაში 19 192 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 2,53 პროცენტია. ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი - 194, აჭარა - 32, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 36, გურია - 37,  სამეგრელო-ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 74, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 13 პაციენტი. ამავე პერიოდში 499-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 266 948 შემთხვევა. მათგან 259 727 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3390 ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31107066.html #ახალი_ამბები #twitter