ქობულეთში COVID-19 ერთ ადამიანს დაუდასტურდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დღეს საქართველოში COVID-19 კიდევ 196 მოქალაქეს დაუდასტურდა. მათ შორის 144 აჭარაში გამოვლინდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორისგანცხადებით, კორონავირუსისერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ქობულეთშიც.
ინფიცირებულია სოფელ ალამბრის მკვიდრი.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ბათუმის კლინიკებში 321 პაციენტია მოთავსებული, ხოლო 158 ინფიცირებულიგადაყვანილია კოვიდსასტუმროში.