თუშეთის გზაზე მეწყერის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანს სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე ეძებენ

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142840 ფშაველი-აბანო ომალოს გზაზე მეწყერში მოყოლილი ორი პირიდან ერთის ძებნა დღეს განახლდა. ამ დრომდე მძიმეა იმ მამაკაცის მდგომარეობა, რომელის გადარჩენაც გუშინ შეძლეს. ის თავის, თვალისა და ქვედა კიდურების დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. "წლებია მუშაობს იქ. რადგან "ფეისბუქზე" ვნახე, რომ აბანოს მონაკვეთი იყო და სამნი იყვნენ, მივხვდი, რომ ჩემი მეუღლე იყო. გუშინ საღამოს წავიდა. თვითონაც ბევრჯერ უთქვამს, რომ ეს ცოდვიანთ ხევი ძალიან საშიშია. წელია არ გავა, რომ მსხვერპლი არ იყოს, - ამბობს დაშავებულის მეუღლე ია საქიძე. თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დროს გუშინ ზვავი ჩამოწვა და ქვეშ ორი ადამიანი მოიყოლა. შემთხვევის ადგილზე ხუთი სამაშველო ეკიპაჟი იმყოფებოდა, როგორც კახეთის სამმართველოდან, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების ჯგუფიდან.