თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
Tbilisi Daily
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 13 მაისს თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მამისაშვილის, ნაკადულის, ანდრია დადიანის, ქინძმარაულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანჯაფარიძის და ძოწენიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება
#newsელექტრომომარაგება#შეზღუდვა#Tbilisi Daily
#newsdaily